ტკივილი მუხლის არეში გავრცელებული ჩივილია, რომლისგანაც დაზღვეული არავინაა.
მუხლის ტკივილმა შეიძლება შეგაწუხოთ ნებისმიერ ასაკში.
ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს დაზიანებით, ტრავმით. აგრეთვე, ართრიტის, პოდაგრასა და ინფექციის დროს პაციენტები ხშირად უჩივიან ტკივილს მუხლის არეში.
უმნიშვნელო, მსუბუქი მუხლის ტკივილი ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას.
ტკივილის შემსუბუქების მიზნით, ხშირად ინიშნება ფიზიოთერაპია და მუხლის კორსეტი. თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
სიმპტომები
სიმპტომები განსხვავებულია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, ლოკალიზაციაზე, მდგომარეობის სიმძიმეზე.
თუმცა ხშირ შემთხვევაში ვლინდება შემდეგი:
- შესიება, შეშუპება და გაშეშება;
- სიწითლე და სითბო კანზე შეხებისას;
- სისუსტე ან არასტაბილურობა;
- ჭრაჭუნის, ტკაცუნის ხმა მუხლის არეში;
- პაციენტს უჭირს მუხლის გაშლა.
როდის მივმართოთ ექიმს?
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ რომ:
- გიჭირთ წონის შენარჩუნება, მუხლის ტკივილის გამო გიჭირთ გამართულად დგომა;
- მუხლი შეშუპებულია;
- გიჭირთ მუხლის მოხრა და გაშლა;
- ნებისმიერი სახის დეფორმაცია ფეხსა და მუხლზე;
- მუხლის შესიებასთან, სიმხურვალესთან და ტკივილთან ერთად გაქვთ სიცხე;
- ტრავმის, დაზიანების გამო გამოწვეული მწვავე ტკივილი.
მუხლის ტკივილის განვითარებას ხელს უწყობს ჭარბი წონა, ზოგიერთი სპორტული აქტივობა, მუხლის არეში წარსულში მიღებული დაზიანება.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მუხლის ტკივილი ყოველთვის სერიოზული და სახიფათო არ არის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში რომელიმე დაავადების გამოვლინებაა - სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი.
გახსოვდეთ, დროული დიაგნოსტირებისა და შესაბამისი მკურნალობის კურსით შესაძლებელია თავიდან აიცილოთ ისეთი გართულებები როგორიცაა ტკივილის გამწვავება, სახსრის დაზიანება, მოძრაობის შეზღუდვა და სხვა პრობლემები.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/knee-pain/symptoms-causes/syc-20350849