აპენდიციტის სიმპტომები

აპენდიციტის სიმპტომები

რა არის აპენდიციტი?

აპენდიციტი არის ჭიანაწლავის ანთება.

აპენდიციტი იწვევს ტკივილს მუცლის ქვედა არეში, მარჯვენა მხარეს. ანთებითი პროცესის გამწვავების შემთხვევაში აპენდიციტისთვის დამახასიათებელი ტკივილი ძლიერდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კლინიკურ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში პაციენტები უჩივიან ტკივილს ჭიპის გარშემო.

აპენდიციტი შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, მაგრამ უმეტესად ხშირია 10-დან 30 წლამდე ასაკში.

მკურნალობის სტანდარტული მეთოდი აპენდიქსის ქირურგიული ამოკვეთაა.

სიმპტომები

აპენდიციტის დროს ვლინდება:

  • მოულოდნელად აღმოცენებული ტკივილი მარჯვენა მხარეს, მუცლის ქვედა არეში;
  • უეცარი ტკივილი, რომელიც ვლინდება ჭიპის გარშემო და ინაცვლებს მუცლის ქვედა ნაწილში, მარჯვნივ;
  • ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველების, სიარულის ან სხვა ნებისმიერი მოძრაობის შემდეგ;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მადის დაკარგვა;
  • დაბალი სიცხე, რომელიც დაავადების პროგრესირებასთან ერთად უარესდება;
  • ყაბზობა ან დიარეა;
  • მუცლის შებერილობა;
  • აირების დაგროვება კუჭ-ნაწლავში.

გამომწვევი მიზეზი

აპენდიციტი გამოწვეულია ჭიანაწლავის ხვრელის სანათურის დახშობით. ანთებით ბლოკირებას შესაძლოა იწვევდეს ვირუსული ინფექციები, პარაზიტები და სხვა. ბაქტერია სწრაფად მრავლდება და აპენდიქსს აინფიცირებს, რომელიც შესაძლოა შესივდეს, დაჩირქდეს.

თუ დროულად არ უმკურნალებთ, შესაძლოა გასკდეს.

გართულება

აპენდიციტმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ერთ-ერთი გართულება მისი გასკდომაა, რის გამოც მუცლის ღრუში ინფექცია ვრცელდება. ეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და გადაუდებელ  ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს - აუცილებელია აპენდიქსის ამოკვეთა და მუცლის ღრუს გასუფთავება.

კიდევ ერთი გართულება აბსცესია.

დიაგნოსტირება

აპენდიციტის დიაგნოსტირებისთვის ექიმი შეისწავლის პაციენტის სამედიცინო ისტორიას, სიმპტომებს, ნიშნებს, გასინჯავს მუცელს.

დიაგნოსტირებისთვის ინიშნება შემდეგი კვლევები:

  • სისხლის ანალიზი;
  • შარდის ანალიზი;
  • მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური კვლევა;
  • შესაძლოა საჭირო გახდეს მუცლის ღრუს ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/appendicitis/symptoms-causes/syc-20369543