რა არის ერითროციტი?
ერითროციტი ასევე ცნობილია სისხლის წითელი უჯრედების სახელწოდებითაც.
ერითროციტის მთავარი ფუნქცია ფილტვიდან ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის გადატანაა. ერითროციტების ჭარბი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში სისხლის წითელი უჯრედების მოცულობა ნორმაზე მეტია.
გამომწვევი მიზეზი
ერითროციტების ჭარბი რაოდენობა შესაძლოა გამოწვეული იყოს ჟანგბადის დაბალი დონით, თირკმლის დაავადებით ან სხვა პრობლემით.
ჟანგბადის დაბალი დონე
ამ მდგომარეობას იწვევს:
- გულის დაავადება;
- გულის უკმარისობა;
- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
- ფილტვის ფიბროზი;
- ფილტვის სხვა დაავადებები;
- ძილის აპნოე;
- თამბაქო.
მედიკამენტები
ზოგიერთი მედიკამენტი ერითროციტების წარმოქმნას უწყობს ხელს, მაგალითად:
- ანაბოლიური სტეროიდები;
- ტრანსფუზია;
- ცილის ინექცია.
დეჰიდრატაცია
დეჰიდრატაციის დროს თუ პლაზმის დონე ქვეითდება, ერითროციტების რაოდენობა იზრდება. ეს იმით არის განპირობებული, რომ სისხლის წითელი უჯრედები მეტად კონცენტრირებულია - ერითროციტების რეალური რაოდენობა იგივე რჩება.
იშვიათად, მაგრამ თირკმლის ზოგიერთი სიმსივნისა და ზოგჯერ თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ, შესაძლოა თირკმელმა ზედმეტი ერითროპოეტინი გამოიმუშაოს. ეს მდგომარეობა ხელს უწყობს (ზრდის) სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავების პროცესს.
ზოგჯერ ერითროციტების ჭარბი რაოდენობის მიზეზი პოლიციტემია ვერა ან სხვა მიელოპროლიფერაციული დარღვევაა.
როდის მივმართოთ ექიმს?
ერითროციტების ჭარბ რაოდენობას ექიმი შესაბამისი კვლევების საფუძველზე ადგენს და როგორც წესი, მაშინ, როცა სპეციალისტი უკვე არსებულ დაავადებასა თუ მდგომარეობას იკვლევს.
მდგომარეობის მონიტორინგისთვის სავსებით შესაძლებელია ექიმმა დამატებითი კვლევები დანიშნოს.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/high-red-blood-cell-count/basics/definition/sym-20050858