რა არის ჭარბი ოფლიანობა?
ჭარბი ოფლიანობა არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმიდან რეკომენდებულზე, ნორმაზე მეტი ოფლი გამოიყოფა. გასათვალისწინებელია გარემოს ტემპერატურა, სტრესის ფაქტორი, აქტივობის დონე. სწორედ ამიტომ ზედმეტი ოფლიანობა გვხვდება მაშინ, როცა ოფლი ჰაერის ტემპერატურასთან თუ ფიზიკურ აქტივობასთან შეუსაბამოდ ჭარბად გამოიყოფა.
ჭარბი ოფლდენის გამო სავსებით შესაძლებელია ხელი შეგეშალოთ ყოველდღიურ აქტივობაში, შეგექმნათ შფოთვის განცდა საზოგადოებაში ყოფნის დროს ან თავი უხერხულად იგრძნოთ. თუმცა ჭარბ ოფლიანობაში უხერხული არაფერია და ერთადერთი რაც გევალებათ ისაა, გამომწვევი მიზეზის დადგენისა და შესაბამისი რეკომენდაციისთვის დროულად მიმართოთ ექიმს.
ჭარბ, ზედმეტ ოფლიანობას სამედიცინო ენაზე ჰიპერჰიდროზი ეწოდება.
ჰიპერჰიდროზი შესაძლოა განვითარდეს მთლიან სხეულზე ან ოფლმა მოიცვას ორგანიზმის ერთი კონკრეტული არე.
როგორც წესი, ჭარბი დოზით ოფლი გვხვდება ხელისა და ფეხის გულზე, იღლიაში, სახეზე.
გამომწვევი მიზეზი
თუ ჭარბ ოფლიანობას არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემა, ამ მდგომარეობას პირველადი ჰიპერჰიდროზი ეწოდება. პირველადი ჰიპერჰიდროზი ნაწილობრივ მემკვიდრულია.
მეორეული ჰიპერჰიდროზის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ჭარბი ოფლიანობა დაავადებით, პათოლოგიით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევითაა გამოწვეული.
ჭარბი ოფლიანობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:
- დიაბეტური ჰიპოგლიკემია;
- ენდოკარდიტი;
- გაურკვეველი მიზეზით განვითარებული სიცხე;
- შფოთვითი აშლილობა;
- გულის შეტევა;
- ჰაერის მაღალი ტემპერატურის, სიცხის გამო ორგანიზმის დაუძლურება, დასუსტება;
- ჰიპერჰიდროზი;
- ჰიპერთირეოზი;
- ლეიკემია;
- მალარია;
- მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- მენოპაუზა;
- სიმსუქნე;
- სტრესი;
- ტუბერკულოზი და სხვა.
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ ჭარბ ოფლიანობას თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- სიცივის განცდა, კანკალი;
- გულმკერდის ტკივილი;
- გულისრევა;
- ორგანიზმის მაღალი ტემპერატურა;
- თავბრუსხვევა.
ექიმთან ვიზიტი რეკომენდებულია შემდეგი მდგომარეობის გამო:
- უჩვეულოდ, მოულოდნელად დაგეწყოთ ოფლიანობა;
- ოფლიანობა ზიანს აყენებს ყოველდღიური ცხოვრების ტემპს;
- გაურკვეველი მიზეზის გამო ღამით ოფლიანობთ.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/excessive-sweating/basics/definition/sym-20050780