რა სიმპტომებით ვლინდება შარდის ბუშტის კიბო?

რა სიმპტომებით ვლინდება შარდის ბუშტის კიბო?

შარდის ბუშტის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია.

მაგალითად, აშშ-ში ყოველწლიურად 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, შარდის ბუშტის კიბოთი უფრო ხშირად მამაკაცები ავადობენ და ხანდაზმულ ასაკში ვლინდება.

სიმპტომები

შარდის ბუშტის კიბოს შესაძლო სიმპტომები და ნიშნებია:

  • სისხლი შარდში (ჰემატურია);
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • ტკივილი მენჯის არეში;
  • ზურგის ტკივილი;
  • ხშირი შარდვა.

აღსანიშნავია, რომ ხშირად ეს სიმპტომები სულ სხვა მიზეზით ვლინდება და სულაც არ ნიშნავს რომ კიბო გაქვთ. სწორედ ამიტომ რომელიმე ამ სიმპტომის გამოვლენისთანავე რეკომენდებულია გაიაროთ ექიმის კონსულტაცია, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობის კურსი.   

გამომწვევი მიზეზები

შარდის ბუშტის კიბოს გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • თამბაქო;
  • ქიმიური ნივთიერებების ზეგავლენა;
  • წარსულში მიღებული რადიაცია;
  • შარდის ბუშტის ქრონიკული გაღიზიანება;
  • პარაზიტული ინფექციები.

სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენა და ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში რისკ-ფაქტორი უცნობია!

შარდის ბუშტის კიბოს ფორმები

შარდის ბუშტის კიბოს ტიპებს განეკუთვნება: გარდამავალ უჯრედოვანი კარცინომა, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა, ადენოკარცინომა. ზოგიერთი შარდის ბუშტის კიბო მოიცავს რამდენიმე ტიპის უჯრედსაც.

რისკ-ფაქტორები

შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკს ზრდის შემდეგი ფაქტორები:

  • თამბაქოს მოხმარება;
  • ასაკის მატება (ძალიან იშვიათია 40 წლამდე ასაკში);
  • სქესი (ქალებთან შედარებით მამაკაცებს უფრო ხშირად აქვთ);
  • შარდის ბუშტის ქრონიკული ანთება;
  • კიბოს პერსონალური ან ოჯახური ანამნეზი.   

  

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bladder-cancer/symptoms-causes/syc-20356104