რატომ ვითარდება ღვიძლის მწვავე უკმარისობა?

რატომ ვითარდება ღვიძლის მწვავე უკმარისობა?

რა არის ღვიძლის მწვავე უკმარისობა?

ღვიძლის მწვავე უკმარისობა არის ღვიძლის ფუნქციის დაკარგვა; მდგომარეობა სწრაფად ვითარდება (რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში).

ჩვეულებრივ, იმ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, რომელსაც არ აქვს ღვიძლის დაავადება. ამასთან, ღვიძლის მწვავე უკმარისობა ღვიძლის ქრონიკულ უკმარისობასთან შედარებით ნაკლებად გავრცელებულია.

ღვიძლის მწვავე უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სერიოზული გართულებები როგორიცაა ძლიერი სისხლდენა და ტვინში წნევის მატება. მდგომარეობა საჭიროებს სასწრაფო ჩარევასა და დროულ ჰოსპიტალიზირებას.

გამომწვევი მიზეზის მიხედვით, ღვიძლის მწვავე უკმარისობა ზოგჯერ ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ ბევრ კლინიკურ შემთხვევაში ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთადერთი სამკურნალო მეთოდია.

სიმპტომები

პათოლოგიის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • კანისა და თვალის კაკლების გაყვითლება;
  • ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა არეში;
  • შებერილობა მუცლის არეში;
  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • საერთო სისუსტე, შეუძლოდ ყოფნა;
  • დეზორიენტაცია ან დაბნეულობა;
  • ძილიანობა.

როდის მივმართოთ ექიმს?

ღვიძლის მწვავე უკმარისობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, შესაბამისად, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას.

ღვიძლის მწვავე უკმარისობის გამომწვევი მიზეზები

ღვიძლის მწვავე უკმარისობა ვითარდება მაშინ, როცა ღვიძლის უჯრედები მნიშვნელოვნად ზიანდება და ვეღარ ფუნქციონირებს.

დაავადების შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • აცეტამინოფენის დოზის გადაჭარბება;
  • მცენარეული დანამატები;
  • ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი;
  • ჰეპატიტი და სხვა ვირუსები;
  • ტოქსინები;
  • აუტოიმუნური დაავადება;
  • ღვიძლის ვენის დაავადება;
  • მეტაბოლური დაავადება;
  • კიბო;
  • სეფსისი და შოკი.

ღვიძლის უკმარისობის ბევრ კლინიკურ შემთხვევაში სპეციფიკური გამომწვევი მიზეზი ბუნდოვანია.    

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/acute-liver-failure/symptoms-causes/syc-20352863