რა სიმპტომებით ვლინდება მაღალი ქოლესტეროლი?

რა სიმპტომებით ვლინდება მაღალი ქოლესტეროლი?

ქოლესტეროლი სისხლში მდებარე ცვილისებრი ნივთიერებაა.

ორგანიზმს ქოლესტეროლი ჯანსაღი უჯრედების წარმოსაქმნელად სჭირდება, მაგრამ როცა მისი დონე მაღალია, გულის დაავადების რისკი იზრდება.

მაღალი ქოლესტეროლის დროს სავსებით შესაძლებელია სისხლძარღვებში ცხიმოვანი ფოლაქები ჩამოყალიბდეს და არტერიაში სისხლის დინებას შეუშალოს ხელი. ზოგჯერ ეს ფოლაქი თრომბად ფორმირდება და იწვევს გულის შეტევას ან ინსულტს.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ქოლესტეროლის მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკა, მაგრამ ხშირად მის განვითარებაში მთავარ როლს არაჯანსაღი ცხოვრების წესი თამაშობს.

სწორი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კვების რაციონით, რეგულარული ვარჯიშითა და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტური მკურნალობის დახმარებით, მაღალი ქოლესტეროლის შემცირებაა შესაძლებელი.

ცუდი ქოლესტეროლის ზრდას შეიძლება ხელს უწყობდეს ისეთი რისკ-ფაქტორები როგორიცაა:

  • არაჯანსაღი კვების რაციონი;
  • სიმსუქნე;
  • ვარჯიშის ნაკლებობა;
  • თამბაქო;
  • ასაკის მატება;
  • დიაბეტი.

სიმპტომები

მაღალი ქოლესტეროლი სიმპტომებით არ ვლინდება, შესაბამისად, დიაგნოსტირების ერთადერთი მეთოდი სისხლის ანალიზია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/high-blood-cholesterol/symptoms-causes/syc-20350800