MedTW.ukraine-ის მიერ ორგანიზებული ვორქშოფი კიევში.
სამედიცინო ტურიზმის ვორქშოფი, ეს არის სივრცე, სადაც სამედიცინო კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური საშუალება ერთ სივრცეში გაეცნონ ერთმანეთის საქმიანობას, მიღწევებს და შეიძინონ ახალი და სასარგებლო კონტაქტები მსოფლიოს მასშტაბით. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ შემოგთავაზოთ საუკეთესო და ხელმისაწვდომი კლინიკები, აქტიურად ვეცნობით მსოფლიო სამედიცინო ბაზარს და მათ შემოთავაზებებს, ვადარებთ ერთმანეთს და მათ შორის ყველაზე მისაღებს ვირჩევთ პარტნიორად. სწორედ ამ მიზნით ვეწვიეთ MedTW.ukraine-ის მიერ ორგანიზებულ ვორქშოფს კიევში, სადაც სამედიცინო ტურიზმის გამტარებელმა კომპანიებმა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული კლინიკების წარმომადგენლებმა გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან მოიყარეს თავი. ორგანიზატორებმა წარმატებულად შეცვალეს ტრადიციული საკონფერენციო და საქმიანი შეხვედრების ფორმატი და წლევანდელი ვორქშოფი უფრო პროდუქტიული სახით მოგვაწოდეს. კომპანიებს მოგვეცა საშუალება საკუთარი საქმიანობის პრეზენტაციისა და შეთავაზებების გაკეთების, პანელური დისკუსიების და პაციენტებთან გასაუბრებისთვისაც კი. სამედიცინო ცენტრების, სპეციალიზირებული კლინიკების, უნივერსალური ჰოსპიტალებისა და სარეაბილიტაციო ცენტრების ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი ღონისძიების ფარგლებში, ვორქშოფს 50-ზე მეტი ბაიერიც ესწრებოდა, მათ შორის მოქმედი ექიმები, სამედიცინო ტურიზმის პროვაიდერი კომპანიები, ინტერნეტ-პორტალების ავტორები, სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებები. აღსანიშნავია რომ ჩვენი ვიზიტი ორმხრივად საქმიანი და შედეგიანი გამოდგა, წარმოდგენილი ბაიერები დაინტერესდნენ ქართული სამედიცინო სფეროს მიღწევებით და გამოთქვეს ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილი. სულ მალე კომპანია აღნიშნული ვორქშოპის ფარგლებში დაინტერესებულ პირველ პაციენტებს მიიღებს.