ტკივილი ღეჭვის დროს

ტკივილი ღეჭვის დროს

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ სტომატოლოგს?

ღეჭვისას ტკივილი შემაწუხებელია და ყოველდღიური ცხოვრების რიტმს მნიშვნელოვნად არღვევს.

მნიშვნელობა არ აქვს ყრუ ტკივილია თუ ბასრი, ამ ტიპის დისკომფორტი საყურადღებოა და დენტალურ პრობლემაზე მიგანიშნებთ.

ღეჭვის დროს ტკივილს შესაძლოა გრძნობდეთ შემდეგი მიზეზის გამო:

• კარიესი;
• კბილის მოტეხვა; 
• დენტალური აბსცესი; 
• ღრძილის დაავადება;
• საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევა; 
• კბილის მომატებული მგრძნობელობა.

თუ შენიშნეთ ეს სიმპტომები აუცილებლად ჩაეწერეთ სტომატოლოგის კონსულტაციაზე: 

• ტკივილი, რომელიც მუდმივად გაწუხებთ რამდენიმე დღეა;
• ჩაკბეჩისას ბასრი, ლოკალიზებული ტკივილი; 
• შეშუპება ღრძილის, სახისა თუ ყბის არეში; 
• კბილის გარშემო ინფექციის ნიშნები;
• კბილი ჩამოტყდა, დაკარგეთ ან დაიმტვრიეთ; 
• მომატებული მგრძნობელობა, რომელიც არ გაუმჯობესდა სახლის პირობებში გატარებული მკურნალობის კურსის მიუხედავად; 
• უსიამოვნო სუნი პირის ღრუში; 
• უსიამოვნო გემო პირის ღრუში. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.mackdental.com/chewing-discomfort-explained-when-to-seek-professional-dental-care