ფსევდოანევრიზმა

ფსევდოანევრიზმა

რა არის ფსევდოანევრიზმა?

შეიძლება იკითხოთ თუ რა მიზეზით ეწოდება ამ პათოლოგიას ფსევდო ან ცრუ, ყალბი. მიუხედავად სახელისა ფსევდოანევრიზმა რეალური დაავადებაა და გასკდომის შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში. ცრუ ეწოდება იმიტომ რომ არ ზიანდება არტერიის კედლის სამივე შრე. ჭეშმარიტი ანევრიზმის დროს ფიქსირდება სამივე ფენის დაზიანება.

ზოგიერთი ფსევდოანევრიზმა უვნებელია და დამოუკიდებლად იკურნება, თუმცა ზოგჯერ სერიოზულია. გასკდომის შემთხვევაში მოსალოდნელია მწვავე გართულებები ან სიკვდილი. ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომი საყურადღებოა და ექიმის დროულ კონსულტაციას საჭიროებს.

ფსევდოანევრიზმა იყოფა რამდენიმე ტიპად, კერძოდ:

  • ბარძაყის ფსევდოანევრიზმა;
  • აორტის ფსევდოანევრიზმა;
  • ვისცერალური ფსევდოანევრიზმა და სხვა.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • კანქვეშ მტკივნეული ან ფეთქვადი ამობურცულობა;
  • ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა შეხებისას;
  • კანის ფერის ცვლილება ან ჩალურჯება;
  • დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება.

მარცხენა პარკუჭისა და აორტის ფსევდოანევრიზმები განსხვავებული ნიშნებით ვლინდება, მაგალითად:

  • გულმკერდის ტკივილი;
  • სუნთქვის უკმარისობა;
  • არარეგულარული გულისცემა;
  • გულის უკმარისობის ნიშნები.

გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:

  • ქირურგიული ოპერაციის შემდგომი გართულება;
  • ტრავმული დაზიანება;
  • პანკრეატიტი.

არტერიის დაზიანებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ჰემატომა. თუმცა ჰემატომა სისხლის დაგროვებაა, რომელსაც გარშემო კედლები არ აქვს.

 

მოსალოდნელი გართულებებია:

  • ნერვის ტკივილი;
  • ღრმა ვენების თრომბოზი;
  • განგრენა;
  • შინაგანი სისხლდენა და გასკდომა.

ზოგიერთი ფსევდოანევრიზმა და განსაკუთრებით ის, რომელიც გულში ფორმირდება, შესაძლოა ფატალური იყოს - მსგავს კლინიკურ შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი მეთოდია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23250-pseudoaneurysm