რა არის ემფიზემა?
ემფიზემა ფილტვის მდგომარეობაა, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს. დროთა განმავლობაში ემფიზემა აზიანებს ალვეოლის თხელ კედლებს. პათოლოგიის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზი თამბაქოა.
მკურნალობის კურსით სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების პროგრესირების შენელებაა შესაძლებელი, თუმცა დაზიანების გამოსწორება ვერ ხერხდება.
ემფიზემასთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- სუნთქვის უკმარისობა და განსაკუთრებით ფიზიკური აქტივობისას;
- ამოსუნთქვისას ხიხინი, მსტვენავი ხმა;
- ხველა;
- სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში;
- დაღლილობა;
- წონის კლება და კოჭის შეშუპება.
თავდაპირველად პაციენტები ერიდებიან იმ ტიპის აქტივობას, რომელიც სუნთქვის უკმარისობას იწვევს, თუმცა პათოლოგიის პროგრესირების ფონზე დისკომფორტი ვლინდება მაშინაც კი, როცა ისვენებენ.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ სუნთქვის უკმარისობა გაწუხებთ რამდენიმე თვეა და ვერაფერს უკავშირებთ და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელს გიშლით შეასრულოთ ყოველდღიური საქმიანობა.
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტს შემდეგი სიმპტომების დროს:
- გიჭირთ სუნთქვა ან საუბარი;
- ტუჩები ან ფრჩხილები გალურჯდა, ან მიიღო ნაცრისფერი შეფერილობა ფიზიკური აქტივობის ფონზე;
- სხვები ამჩნევენ, რომ თქვენი მენტალური მდგომარეობა რიგზე არაა.
ემფიზემა ჩნდება ჰაერში არსებული გამღიზიანებლების (თამბაქო, სმოგი, მტვერი, ქიმიური ნაწილაკები და სხვა) გამო. იშვიათ კლინიკურ შემთხვევებში მიზეზია გენეტიკა.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/emphysema/symptoms-causes/syc-20355555
