სისხლნაჟღენთი, დაჟეჟილობა ცხოვრების ნაწილია.
ზოგიერთი პატარა ზომისაა, ხოლო ზოგი დიდი და მტკივნეული. დაჟეჟილობა ჩნდება მაშინ, როდესაც კანქვეშ მდებარე პაწაწინა სისხლძარღვები ზიანდება და სისხლი იჟონება; ამ დროს კანის მთლიანობა არ ირღვევა, შესაბამისად, სისხლი კანქვეშ გროვდება.
სისხლნაჟღენთი, სილურჯე შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი მიზეზით:
- წაქცევა;
- ქირურგიული ჩარევა, სამედიცინო პროცედურა;
- სპორტული ტრავმა;
- სახსრის დაჭიმულობა;
- კიდური რაღაცას მიარტყით, მაგალითად, კარს და სხვა.
ის თუ რა ვადაში გაქრება სილურჯე და ალაგდება დაჟეჟილობა, ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ორგანიზმზე, რამ გამოიწვია სისხლნაჟღენთი და რამდენად მოცულობითია. საშუალოდ, 3 კვირის ვადაში იკურნება. მოშუშების პროცესში შეამჩნევთ, რომ დაჟეჟილობა იცვლის ფერს.
ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დაჟეჟილობა ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელია და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:
- ხშირად გიჩნდებათ სისხლჩაქცევები და ვერაფერს უკავშირებთ;
- სისხლნაჟღენთი დიდი ზომისაა;
- დაჟეჟილობები პატარა და ჭიკარტის ზომის მსგავსია;
- სისხლნაჟღენთი არ გადადის, მაგრამ არც გტკივათ;
- მარტივად გიჩნდებათ სისხლჩაქცევები.
წყარო:
