საუღლე ვენის გაფართოება

საუღლე ვენის გაფართოება

რა ფუნქცია აკისრია საუღლე ვენას?

საუღლე ვენის გაფართოება ნიშნავს იმას, რომ კისერში მდებარე მთავარი ვენა ამობურცული, გაგანიერებული, ამოზნექილია. საუღლე ვენის გაფართოება შესაძლოა იყოს გულის უკმარისობის, გულის სხვა რომელიმე დაავადების ან სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევის მთავარი სიმპტომი.

საუღლე ვენა თქვენი ორგანიზმის სისხლის მიმოქცევის სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იგი იწყება თავიდან, ჩადის კისერში და მიჰყვება გულმკერდის ზედა არეს და სწორედ ამ მიდამოში უერთდება სხვა რამდენიმე მთავარ ვენას - ფორმირდება ზედა ღრუ ვენა.

საუღლე ვენის გაფართოება იმას ნიშნავს, რომ წნევა უჩვეულოდ მაღალია მარჯვენა ღრუსა და ზედა ღრუ ვენაში.

თუ გაქვთ საუღლე ვენის გაფართოება და დაბალი არტერიული წნევა ეჭვი უნდა მიიტანოთ შემდეგ საშიშ მდგომარეობებზე:

  • გულის ტამპონადა;
  • ფილტვის კოლაფსი;
  • პულმონალური ემბოლიზმი.

საუღლე ვენის გაფართოების სხვა შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • გულის უკმარისობა;
  • პულმონალური ჰიპერტენზია;
  • კონსტრიქციული პერიკარდიტი;
  • სამკარიანი სარქვლის დაავადება;
  • ფილტვის ინტერსტიციული დაავადება;
  • საუღლე ვენის სინდრომი.

 

 

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/23149-jugular-vein-distention