HTI CENTER-ი  ჯანდაცვის ინდუსტრიისა და სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო მე-13 კონგრესის მონაწილე

HTI CENTER-ი ჯანდაცვის ინდუსტრიისა და სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო მე-13 კონგრესის მონაწილე

კომპანიის საქმიანი ვიზიტი დუბაიში, ჯანდაცვის ინდუსტრიისა და სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო მე-13 კონგრესზე შედგა.

კომპანია დაფუძნების დღიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონგრესებში, კონფერენციებსა და ვორქშოფებში. გამოცდილების გაზიარება, ახალი და სანდო პარტნიორების შეძენა და მუდმივ პროგრესზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი მოვალეობაა, ამის შემდეგ შევძლებთ ვიყოთ უკონკურენტო, მაღალი ხარისხის მიმწოდებელი კომპანია და კეთილსინდისიერად და მაღალი სტანდარტით მოვემსახუროთ მომხმარებელს, შევთავაზოთ ყველა სიახლე და ახალი მიმართულებები მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო სფეროში.

კომპანიის პირველი საქმიანი ვიზიტი დუბაიში, ჯანდაცვის ინდუსტრიისა და სამედიცინო ტურიზმის მსოფლიო მე-13 კონგრესზე შედგა. კონგრესს სამედიცინო ინდუსტრიის მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელები და სხვადასხვა სამედიცინო ორგანიზაციების პირველი პირები, სამეცნიერო ლიდერები დაჯანდაცვის პროფესიონალები ესწრებოდნენ. კონგრესის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო სიმპოზიუმი, B2B შეხვედრები, საერთაშორისო სემინარი ჯანდაცვისა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში კონკრეტული თემების განხილვის მიზნით. კონფერენციის მთავარი თემა გახლდათ სიახლეები და წინსვლა ჯანდაცვის სფეროში.

ჩვენთვის, კი ეს იყო შესანიშნავი პლატფორმა პარტნიორული გარიგებებისათვის, ჩვენ შევხვდით მსოფლიოს წამყვანი კლინიკების წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ სამომავლო ურთიერთობებზე. ჩვენ ყველა კლინიკას ადგილზე ვეცნობით და მხოლოდ სრული შესწავლის შემდეგ ვთავაზობთ მომხმარებელს სამედიცინო სერვისს.

კომპანიას HTI Center-ს კონგრესის ორგანიზატორებმა სერთიფიკატი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.