იცოდეთ ნიშნები, ნუ გაებმევით მანიპულატორის მახეში.
მანიპულატორი ქალი მაშინვე არ ავლენს თავის ბუნებას, რეალურ ფერებს. ზოგიერთი შარმს იყენებს, ზოგიერთი მსხვერპლის როლს ირგებს და ერთი სიტყვით სხვადასხვა გეგმით გაიძულებთ მის ბედნიერებაზე იზრუნოთ. მამაკაცი ხშირად ვერც კი აცნობიერებს ისე ხვდება მანიპულაციის ხაფანგში.
ურთიერთობა უნდა იყოს უსაფრთხო, გრძნობდეთ პარტნიორისგან მხარდაჭერასა და ნდობას, თუმცა მანიპულატორის გვერდით მშვიდი ცხოვრება წარმოუდგენელია და რაც ნამდვილად არ მოგაკლდებათ არის მუდმივი შეგრძნება თითქოს კლდის პირას დგახართ, ნებისმიერ წვრილმანზე იბრძვით.
მანიპულატორი ქალისთვის დამახასიათებელი ქცევაა:
- დიდი სიფრთხილით ქმნის ისეთ გარემოს, რომ თავი მუდმივად დამნაშავედ იგრძნოთ და მსოფლიოში ყველაზე ცუდი პარტნიორის სტატუსის გამო (ასე გიწოდებთ) უხერხულობა განიცადოთ;
- კომუნიკაციის მოყვარული ნამდვილად არაა და თუ რამე არ მოსწონს ან შეგეშალათ, სიჩუმეს ამჯობინებს, აღარ გელაპარაკებათ;
- ბოდიში მოგიხდიათ მაშინაც კი, როდესაც წარმოდგენა არ გაქვთ რა დააშავეთ? ცუდი ამბავი გვაქვს, მანიპულატორი შეგიყვარდათ;
- იგი მუდმივად მსხვერპლია და მაშინაც კი თუ დამნაშავე თავადაა;
- მარტივად ახერხებს ჩამოგაშოროთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს;
- ჯანსაღი ურთიერთობა გუნდურ მუშაობას ნიშნავს, მაგრამ მანიპულატორი ქალისთვის ეს შეჯიბრია;
- ერთ დღეს თბილი და ყურადღებიანია, ხოლო მეორე დღეს ყინულივით ცივი;
- ხშირად გახსენებთ, რომ მისთვის საკმარისს არ აკეთებთ და ურთიერთობაში მაქსიმუმს არ დებთ;
- ხალხს თქვენს წინააღმდეგ განაწყობს.
წყარო:
https://www.marriage.com/advice/relationship/manipulative-woman/
