თუ კუჭის აშლის გამო გეღვიძებათ.
სტატიაში მოგითხრობთ დიარეაზე, რომლის სიმპტომებიც ღამით გახსენებთ თავს და მშვიდად დაძინების საშუალებას არ გაძლევთ. ღამის დიარეა არაერთი მიზეზის ფონზე ჩნდება და შეიძლება ერთი ან ორი დღე გაგრძელდეს, თუმცა ზოგჯერ მთელი თვე ფიქსირდება.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
• თხელი, თხიერი, წყლიანი განავალი;
• უეცრად გიჩნდებათ სურვილი კუჭში გახვიდეთ;
• შებერილობა;
• მუცლის ტკივილი;
• გულისრევა;
• სიცხე ან კანკალი;
• სისხლი ან ლორწო განავალში.
მწვავე დიარეა გაუწყლოების მიზეზი და ორგანიზმის გადაქანცვის, გამოფიტვის მომასწავებელია, შესაბამისად, თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება აუცილებლად უნდა მიმართოთ კლინიკას.
ღამის დიარეას შესაძლოა იწვევდეს:
• ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია;
• საკვებით ინტოქსიკაცია;
• საკვებისმიერი ალერგია ან აუტანლობა;
• მედიკამენტის გვერდითი ეფექტი (ხშირია ანტიბიოტიკოთერაპიის დროს).
თუ ღამის დიარეა მუდმივად ან ქრონიკულად გაქვთ ეჭვი უნდა მიიტანოთ შემდეგ მდგომარეობებზე:
• სეკრეტორული დიარეა;
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
• გაღიზიანებული ნაწლავის დაავადება;
• მიკროსკოპული კოლიტი;
• დიაბეტი.
ექიმს უნდა მიმართოთ ამ სიმპტომების დროს:
• გაუწყლოება;
• სისხლი ან ჩირქი განავალში;
• მაღალი სიცხე, რომელიც რამდენიმე დღეა გაწუხებთ;
• მუცლის შემაწუხებელი ტკივილი;
• დიარეა რამდენიმე დღეა გრძელდება.
წყარო:
https://www.verywellhealth.com/nocturnal-diarrhea-5222246
