ალკოჰოლური ნეიროპათია - ეს მწვავე დიაგნოზი გექნებათ ალკოჰოლის დოზას თუ არ გააკონტროლებთ

ალკოჰოლური ნეიროპათია - ეს მწვავე დიაგნოზი გექნებათ ალკოჰოლის დოზას თუ არ გააკონტროლებთ

რა არის ალკოჰოლური ნეიროპათია?

ალკოჰოლური ნეიროპათია მწვავე მდგომარეობაა, რომელიც ყალიბდება ალკოჰოლის ჭარბი მიღების გამო.

ზედმეტი ალკოჰოლისას ნერვის დაზიანებაა მოსალოდნელი, რაც ორგანიზმის ზოგიერთი ფუნქციის დაქვეითებას, მოძრაობის უნარის შეზღუდვას და უჩვეულო შეგრძნებებს გამოიწვევს კიდურებში. ტერმინი ნეიროპათია ნერვის დაზიანებაზე მიუთითებს.

თუ ალკოჰოლურ სასმელს რეგულარულად სვამთ და თანაც ჭარბი დოზით, კიდურში შესაძლოა ჩხვლეტის მსგავსი სიმპტომი იგრძნოთ - ეს ნიშანია, რომ პერიფერიული ნერვი დაზიანდა და დროული მკურნალობისთვის ექიმთან მისვლა მოგიწევთ. აღნიშნული ნერვი ტვინსა და ზურგის ტვინს აკავშირებს კუნთებთან, კიდურებთან, სენსორულ ორგანოებთან. ტვინი ორგანიზმს სწორედ პერიფერიული ნერვის მეშვეობით აკონტროლებს და ამასთან, იღებს სენსორული ტიპის ინფორმაციას.

სტატისტიკურად, ქრონიკულად და დიდი დოზით ალკოჰოლის მომხმარებელთა 46.3%-ს ალკოჰოლური ნეიროპათია აქვს.

დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • სპაზმი;
  • მოძრაობის უნარის შეზღუდვა;
  • კუნთის ატროფია;
  • კუნთის სპაზმი;
  • დაბუჟება;
  • ჩხვლეტის შეგრძნება;
  • შეკრულობა;
  • დიარეა;
  • შარდის შეკავება;
  • შეუკავებლობა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • მუცლის შებერილობა;
  • თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
  • არეული მეტყველება;
  • უნაყოფობა კაცებში;
  • სექსუალური დისფუნქცია;
  • ჰაერის ტემპერატურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • გულისრევა ან ღებინება.

 

 

წყარო:

https://www.medicalnewstoday.com/articles/321858