ალბუმინი-კრეატინინის თანაფარდობა

ალბუმინი-კრეატინინის თანაფარდობა

რა შემთხვევაში ინიშნება ეს ანალიზი?

შარდის ალბუმინი-კრეატინინის თანაფარდობის კვლევა მოწოდებულია მაშინ, როდესაც საჭიროა დადგინდეს სათანადოდ ფუნქციონირებს თუ არა თირკმელი.

თუ თირკმელი ჯანსაღია:

  • ალბუმინი რჩება სისხლში და არ აღწევს შარდში;
  • სისხლიდან იფილტრება კრეატინინი და ორგანიზმიდან გამოიყოფა მოშარდვისას.

ეს ანალიზი საჭიროა თუ ანამნეზში გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის ქრონიკული დაავადება და შესაფასებელია თირკმლის ფუნქციონირების უნარი.

სხვა კლინიკური ჩვენებაა:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • გულის დაავადება;
  • ღვიძლის ციროზი.

ასევე ალბუმინი-კრეატინინის თანაფარდობის ტესტი ტარდება თუ პირი 50 წელს გადაცილებულია, ეწევა თამბაქოს ან აქვს სხეულის მასის მაღალი ინდექსი (დასტურდება ჭარბი წონა).

წყარო:   

https://my.clevelandclinic.org/health/diagnostics/urine-albumin-creatinine-ratio