რა არის ჰორნერის სინდრომი?
ჰორნერის სინდრომი იშვიათი ნევროლოგიური სინდრომია, რომელიც აზიანებს თვალს და თვალის ირგვლივ სახის ცალ მხარეს.
იგი ნერვის დაზიანების ნიშანია და არაერთი პათოლოგიის ფონზე ჩნდება, კერძოდ, კაროტიდული არტერიის დისექცია, ფილტვის აპიკალური სიმსივნე.
უშუალოდ ჰორნერის სინდრომთან ასოცირებული სიმპტომები ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე ან მხედველობის ფუნქციაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს, თუმცა იგი სერიოზული პათოლოგიის მანიშნებელია და ფაქტობრივად, ეს სიმპტომი ექიმის კონსულტაციისკენ მოგიწოდებთ.
ჰორნერის სინდრომი შესაძლოა გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა კლინიკურ შემთხვევათა 5%-ში თანდაყოლილი ფორმაა.
დამახასიათებელი სიმპტომებია:
როგორც წესი, ჰორნერის სინდრომის ჩამოყალიბების მიზეზია თვალთან დამაკავშირებელი ნერვის დაზიანება ან ბლოკირება. უშუალოდ ნერვი შესაძლოა დაზიანდეს ყურის ინფექციის, კაროტიდული არტერიის დისექციის ან გულმკერდის აპიკალური სიმსივნის გამო.
ჰორნერის სინდრომის თანდაყოლილი ფორმა ყალიბდება სამშობიარო ტრავმისას.
მედიცინას ძალიან იშვიათი კლინიკური შემთხვევებიც ახსოვს, როდესაც სინდრომი ჩვილს მემკვიდრეობით გადაეცა, თუმცა სპეციფიკური გენი ჯერ კიდევ არ აღმოჩენილა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/17836-horners-syndrome
