მავნებელია თუ არა თვალის სრესა?
გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს თვალის ინფექცია, ალერგია ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემა.
ზოგჯერ თვალის სრესა უბრალოდ ჩვევა ან რეფლექსია. სასურველია ამ ჩვევას გადაეჩვიოთ, რადგან ხშირი ან ძლიერი ხახუნის შემთხვევაში მოსალოდნელია გაიღიზიანოთ, დაიზიანოთ რქოვანა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში:
• თვალის ტკივილი;
• მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
• მხედველობის დაქვეითება;
• ბუნდოვანი მხედველობა;
• სიწითლე;
• ანთებითი პროცესის ნიშნები;
• თავის ტკივილი;
• გულისრევა;
• დაღლილობა.
წყარო:
https://www.healthline.com/health/eye-health/rubbing-your-eyes
