იმპოტენცია ჰორმონული დისბალანსის გამო

იმპოტენცია ჰორმონული დისბალანსის გამო

ზოგჯერ ერექციული დისფუნქციის გამომწვევი წყარო გაცილებით ღრმაა და ჰორმონულ დონეზეა გამოსაკვლევი.

ჰორმონალური დისბალანსი აქვს მილიონობით კაცს მსოფლიოს მასშტაბით.

როდესაც ჰორმონები მწყობრიდან გამოდის ითრევს სხვადასხვა სისტემას, სექსუალურ ფუნქციას, ხასიათს, ენერგიას. ჰორმონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის - იგი გავლენას ახდენს ერექციაზე, ინტიმური კავშირის დამყარების სურვილზე, ნერვის მგრძნობელობაზე, სისხლძარღვის მოდუნებაზე.

სტატისტიკურად, ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცთა 30%-ს ჰორმონული ან მეტაბოლური დარღვევა აქვს.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • დაქვეითებულია ინტიმური კავშირის სურვილი;
  • სუსტი ერექცია (ეხება დილის ერექციასაც);
  • დაღლილობა;
  • ენერგიის დაქვეითება;
  • წონის მატება (განსაკუთრებით მუცლის გარშემო);
  • დეპრესია, გაღიზიანება, ხასიათის ცვლილება;
  • კუნთის მასის განლევა;
  • თმის გათხელება;
  • გამომშრალი კანი;
  • უძილობა;
  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

წყარო:  

https://www.allohealth.com/blog/sexual-dysfunction/erectile-dysfunction/erectile-dysfunction-hormone