რა არის ვასკულოგენური ერექციული დისფუნქცია?
ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) ორ კატეგორიად იყოფა: ორგანული და ფსიქოგენური.
ორგანული იმპოტენციის გამომწვევი მიზეზები იშლება შემდეგ ტიპებად: ვასკულოგენური, ნეიროგენური, ჰორმონული.
სტატისტიკურად, ყველაზე გავრცელებულია ვასკულოგენური ერექციული დისფუნქცია. ვასკულოგენური იმპოტენციის მიზეზია ის, რომ არტერიები და ვენები, რომელიც პენისიდან და პენისისკენ სისხლს ტუმბავს, სათანადოდ არ ფუნქციონირებს ბლოკადის, შევიწროებისა თუ ფსიქოლოგიური მიზეზების გამო.
ვასკულოგენური ერექციული დისფუნქციის სიმპტომებია:
- მამაკაცს უჭირს ერექცია;
- მამაკაცი ვერ ახერხებს ერექციის შენარჩუნებას სქესობრივი კავშირის დასამყარებლად;
- დაქვეითებულია ინტიმური კავშირის სურვილი.
არტერიული ერექციული დისფუნქციის ძირითადი გამომწვევია ის ნებისმიერი დაავადება, რომელიც სისხლძარღვებს ავიწროებს ან ახშობს.
რისკ-ფაქტორებია:
- პერიფერიული არტერიული დაავადება;
- კორონარული არტერიების დაავადება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტეროლი;
- დიაბეტი;
- ჭარბი წონა;
- შფოთვა და სტრესი;
- ნევროლოგიური დარღვევები.
წყარო:
