მანდარინი - გემრიელი ხილი წონის დასაკლებად და კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად

მანდარინი - გემრიელი ხილი წონის დასაკლებად და კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად

გიყვართ მანდარინი?

მანდარინი გემრიელი და ძალიან სასარგებლო ხილია, რომელიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით.

მანდარინი რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წონის დაკლება სურთ და ამასთან, სასარგებლო მინერალების შეთვისებაც (ანუ ჭარბ წონას უნდა ებრძოლოთ ჯანსაღად და დაუშვებელია შიმშილი). მანდარინი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც სწრაფად და მარტივად დაგანაყრებთ. ეს ხილი შიმშილის შეგრძნებას შეგიმსუბუქებთ, რაც ზედმეტი კალორიების მიღებისგან დაგიცავთ.

მანდარინი C ვიტამინის წყაროა. C ვიტამინი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, კერძოდ, გეხმარებათ რკინის შეთვისებაში, აძლიერებს იმუნიტეტს, აუცილებელია თვალისთვის, აუმჯობესებს მეხსიერებას, გიცავთ ანთებითი პროცესისგან, მნიშვნელოვნად ამცირებს გრიპითა თუ გაციებით მიმდინარე ავადობის რისკს. მანდარინი განსაკუთრებით სასარგებლოა კანის სტრუქტურისთვის.

მეცნიერების აზრით, მანდარინი ბუნებრივი საშუალებაა ცუდი ქოლესტეროლის შესამცირებლად, შესაბამისად, ეს გემრიელი ციტრუსი არტერიების მეგობარია.

 

წყარო:  

https://www.camposol.com/why-mandarin-oranges-are-beneficial-to-our-health/