ყბის ართრიტი

ყბის ართრიტი

რა არის ყბის ართრიტი?

ადამიანების უმეტესობას ნაკლებად წარმოუდგენია ართრიტი ყბის მიდამოში, თუმცა ეს დიაგნოზი ნამდვილად არსებობს და გამომწვევი მიზეზია შემდეგი დაავადებები: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი.

ყბის ართრიტი შესაძლოა იყოს მსუბუქი მიმდინარეობის ან მწვავე და მდგომარეობა დამძიმდეს დროთა განმავლობაში. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ასოცირდება.

ყბის ართრიტის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

  • ყბის მოძრაობისას ტკივილი;
  • ანთება ყბის სახსარში;
  • ყბის არეში შეზღუდულია მოძრაობის უნარი;
  • ყბის გაშეშება და განსაკუთრებით დილით;
  • კრეპიტაცია ყბის მოძრაობისას (ანუ ერთგვარი ხმაური, რომელიც აღიქმება როგორც ტკაცუნი, ჭრიალი, ჭრაჭუნი, ხრაშუნი);
  • პაციენტს უჭირს ღეჭვა;
  • სახის ტკივილი;
  • თავის ტკივილი;
  • კბილის ტკივილი.

ართრიტის გარდა ყბის ტკივილს იწვევს შემდეგი გარემოებები:

  • ხშირი ერთნაირი მოძრაობა (მაგალითად, საღეჭი რეზინის ღეჭვა, კბილების კრაჭუნი, ფრჩხილების კვნეტა და სხვა);
  • ნებისმიერი ტიპის ტრავმა;
  • მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • ემოციური ფაქტორი.

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/can-you-get-arthritis-in-your-jaw