რა არის ყბის ართრიტი?
ადამიანების უმეტესობას ნაკლებად წარმოუდგენია ართრიტი ყბის მიდამოში, თუმცა ეს დიაგნოზი ნამდვილად არსებობს და გამომწვევი მიზეზია შემდეგი დაავადებები: ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული ართრიტი.
ყბის ართრიტი შესაძლოა იყოს მსუბუქი მიმდინარეობის ან მწვავე და მდგომარეობა დამძიმდეს დროთა განმავლობაში. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დარღვევისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ასოცირდება.
ყბის ართრიტის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
- ყბის მოძრაობისას ტკივილი;
- ანთება ყბის სახსარში;
- ყბის არეში შეზღუდულია მოძრაობის უნარი;
- ყბის გაშეშება და განსაკუთრებით დილით;
- კრეპიტაცია ყბის მოძრაობისას (ანუ ერთგვარი ხმაური, რომელიც აღიქმება როგორც ტკაცუნი, ჭრიალი, ჭრაჭუნი, ხრაშუნი);
- პაციენტს უჭირს ღეჭვა;
- სახის ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- კბილის ტკივილი.
ართრიტის გარდა ყბის ტკივილს იწვევს შემდეგი გარემოებები:
- ხშირი ერთნაირი მოძრაობა (მაგალითად, საღეჭი რეზინის ღეჭვა, კბილების კრაჭუნი, ფრჩხილების კვნეტა და სხვა);
- ნებისმიერი ტიპის ტრავმა;
- მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
- ემოციური ფაქტორი.
წყარო:
https://www.healthline.com/health/can-you-get-arthritis-in-your-jaw
