ქსანთომა - ცხიმოვანი წანაზარდი კანქვეშ

ქსანთომა - ცხიმოვანი წანაზარდი კანქვეშ

რა არის ქსანთომა?

ქსანთომა არის მდგომარეობა, როდესაც კანქვეშ ცხიმოვანი წანაზარდი ჩნდება.

ქსანთომა გავრცელებულია სხეულის შემდეგ არეში:

  • სახსრები (განსაკუთრებით მუხლი და იდაყვი);
  • ხელი;
  • დუნდულა;
  • ტერფი.

განსხვავდება ზომის მიხედვით, მაგალითად, წანაზარდი შეიძლება იყოს ძალიან პაწაწინა ან ყურძნის მარცვლის მსგავსად მოცულობითი; ყვითელი ან ფორთოხლისფერი შეფერილობა აქვს. ვიზუალურად შეიძლება შესამჩნევი იყოს და აღიქვათ როგორც კოპისმაგვარი ბრტყელი ამობურცულობა.

ჩვეულებრივ, არ იწვევს ტკივილს, თუმცა ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში პაციენტი უჩივის ქავილს ან დისკომფორტს.

უშუალოდ ქსანთომა არ არის საშიში, თუმცა საყურადღებო და სამკურნალოა დაავადება, რომელმაც ის გამოიწვია.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია, მაგალითად, თუ ქსანთომა სიმპტომია უნდა განიკურნოს გამომწვევი დაავადება. უშუალოდ ქსანთომას მოსაშორებლად დანერგილია ქირურგიული ჩარევა, ლაზერით მართვა ან ქიმიური მკურნალობა. გაითვალისწინეთ, სავსებით მოსალოდნელია ქსანთომა ისევ გაჩნდეს, შესაბამისად, ეს მეთოდები ყოველთვის 100%-ით ვერ კურნავს დიაგნოზს.

ქსანთომას პრევენცია ყოველთვის ვერ ხერხდება, თუმცა გარკვეული მეთოდებით რისკის შემცირება შესაძლებელია. პრევენციისთვის გირჩევთ:

  • ანამნეზში ჰიპერლიპიდემიის ან დიაბეტის დროს მიჰყევით მკურნალი ექიმის დანიშნულ კურსს;
  • ექიმს უნდა აცნობოთ თუ გამოგივლინდათ მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • რეგულარულად შეიმოწმეთ სისხლში ქოლესტეროლის დონე;
  • აუცილებელია სისხლში ლიპიდების მონიტორინგი;
  • ჯანსაღი რაციონი;
  • რეგულარული ვარჯიში;
  • სისხლის ანალიზი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად.

წყარო:

https://www.healthline.com/health/xanthoma#risks