ერექციული დისფუნქცია - რა სიმპტომები აქვს იმპოტენციას?

ერექციული დისფუნქცია - რა სიმპტომები აქვს იმპოტენციას?

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ იმპოტენციაზე (ერექციული დისფუნქცია).

ერექციული დისფუნქცია ნიშნავს იმას, რომ მამაკაცს არ შეუძლია ჰქონდეს ან შეინარჩუნოს ერექცია იმ დროით, რომელიც ნორმალური სქესობრივი აქტის ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო.

გამომწვევი მიზეზი უამრავია, მაგალითად, ნებისმიერი ტიპის ის დაავადება, რომელიც აზიანებს მამაკაცის სისხლძარღვებს, ნევროლოგიური პათოლოგიები, მენტალური ჯანმრთელობა, ტრავმა, მედიკამენტები (რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი), ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და სხვა.

მამაკაცებო, გაითვალისწინეთ, ერექციისთვის თქვენი გრძნობები მნიშვნელოვანია - სასურველია იყოთ მოდუნებული, თავდაჯერებული და აღგზნებული. გაითვალისწინეთ, სრულიად ნორმალურია თუ ზოგჯერ ერექციის პრობლემა გექნებათ, მაგალითად, დაღლილობის, ნერვიულობის, შფოთვის დროს თუ იმედგაცრუებისას.

ექიმები იმპოტენციას 4 ძირითად კატეგორიად ჰყოფენ:

  • ვასკულარული ერექციული დისფუნქცია;
  • ნევროგენური ერექციული დისფუნქცია;
  • ჰორმონული ერექციული დისფუნქცია;
  • ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია.

სტატისტიკურად, ერექციული დისფუნქცია აქვს 40-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცების 50%-ზე მეტს. ექიმები ეჭვობენ, რომ რიცხვი გაცილებით მაღალია, რადგან ხშირად კაცებს ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარი არ სურთ და თვითნებურად ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • იშვიათად გაქვთ ერექცია;
  • სქესობრივი აქტის დაწყებამდე შეიძლება გქონდეთ ერექცია, თუმცა ვერ ახერხებთ შენარჩუნებას, შესაბამისად, არ მყარდება კავშირი;
  • საერთოდ არ გაქვთ ერექცია;
  • ერექცია რომ გქონდეთ უამრავ სტიმულაციას იყენებთ.

იმპოტენციის რისკი მაღალია შემდეგი ფაქტორებისას:

  • კაცის ასაკი (40 წელი და მეტი);
  • დიაბეტი;
  • სხეულის მასის მაღალი ინდექსი (25-ზე მეტი);
  • დეპრესია;
  • არ ხართ ფიზიკურად აქტიური;
  • თამბაქოს მოხმარება.

მამაკაცებო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერექციული დისფუნქცია დამოუკიდებლად არ განიკურნება და აუცილებელია ან ცხოვრების სტილის შეცვლა, ან შესაბამისი მკურნალობა (ყველაფერი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე).

ექიმი შეისწავლის სამედიცინო ისტორიას და ჩაატარებს ფიზიკურ გამოკვლევას, დაინტერესდება პერსონალური და სექსუალური ისტორიით. შესაძლოა შეკითხვების გამო თავი უხერხულად იგრძნოთ, თუმცა ეს ნუსხა აუცილებელია და ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელად უპასუხოთ, რადგან ანამნეზი ამ გზით იკრიბება.

მოსალოდნელია დაგისვან შემდეგი კითხვები:

  • იღებთ თუ არა რომელიმე მედიკამენტს;
  • გაქვთ თუ არა ექიმის მიერ დადასტურებული დეპრესია ან შფოთვა;
  • ხშირად იმყოფებით თუ არა სტრესულ გარემოში;
  • ხომ არ გაქვთ პრობლემები ურთიერთობაში;
  • რამდენად ხშირად გაქვთ ერექცია;
  • ერექციას იმიტომ ხომ არ კარგავთ რომ სწრაფად ხდება ეაკულაცია;
  • როდის შენიშნეთ პირველად იმპოტენციის ნიშნები და რა იყო მიზეზი, რას უკავშირებთ;
  • ერექცია ღამით გაქვთ თუ დილით;
  • რეგულარულად რა ტიპის პოზას იყენებთ სექსის დროს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/10035-erectile-dysfunction