ნერვული ანორექსია

ნერვული ანორექსია

რა არის ნერვული ანორექსია?

ნერვული ანორექსია კვებითი აშლილობაა - პაციენტს ეჩვენება რომ მსუქანია, თუმცა რეალურად რეკომენდებულზე გამხდარია. ეს არის გასუქების მუდმივი შიში და გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი თითქმის შიმშილის ზღვარზე დგება, პათოლოგიურად ამოწმებს კილოს და არაადეკვატურად აკონტროლებს კალორიებს.

ნერვული ანორექსია სახუმარო არაა და თუ დროულად არ დაიწყება მკურნალობა ფატალური შედეგი შეიძლება დადგეს, რადგან ორგანიზმი დიდხანს ვერ გაუძლებს კვებითი ნივთიერებების დეფიციტს, მაღალია გულის დაავადების რისკი. სამწუხაროდ, მწვავე ფაზაში გარეგნობით გაღიზიანებული პაციენტები თვითდაზიანებამდეც კი მიდიან.

გაითვალისწინეთ, ტვინში მიმდინარე ცვლილებების გამო ანორექსია ხდება დაავადება და აღარ არის მხოლოდ პირადი არჩევანი, მაგალითად, თუ რა მიირთვათ ან მოგწონთ თუ არა როგორ გამოიყურებით.

მთავარია არ დანებდეთ და დროულად მიმართოთ ექიმს - თანამედროვე მედიცინას თქვენი დახმარება შეუძლია! შემუშავებულია არაერთი მეთოდი, რომელიც ანორექსიით პროვოცირებულ მენტალურ და ფიზიკურ პრობლემებს გაანეიტრალებს, ჩამოყალიბდება ბალანსირებული კვების ჩვევა და დაგიბრუნდებათ ჯანსაღი წონა!

ნერვული ანორექსიისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • არარეგულარული გულის რიტმი;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • გაუწყლოება;
  • ლურჯი შეფერილობის თითები;
  • კანის სიყვითლე;
  • თმა იმდენად თხელდება, რომ ძალიან მაღალი სიხშირით ცვივა;
  • პაციენტი ექსტრემალურად დიდ წონას იკლებს;
  • ძლიერი სისუსტე და დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა;
  • მუცლის ტკივილი და შეკრულობა;
  • სიცივის შეგრძნება მაშინაც კი, როცა სხვები თავს კარგად გრძნობენ და ჰაერისა თუ ოთახის ტემპერატურა ნორმალურია;
  • კიდურების შეშუპება;
  • საკვები რომ ამოიღოთ ხელოვნურად ირევთ გულს;
  • ჭამას ისე გადაეჩვიეთ შიმშილს ვეღარც გრძნობთ;
  • მცირედი ულუფაც კი განაყრებთ;
  • დაგიქვეითდათ კონცენტრაცია;
  • მუდმივად უარყოფითი ემოციები და ცუდი განწყობა;
  • ძლიერი შფოთვა;
  • ძვლის სტრესული მოტეხილობა;
  • ძვლის მასის განლევა;
  • არეული, არარეგულარული მენსტრუაცია;
  • მხოლოდ იმ საკვებს ჭამთ, რომელსაც მცირე დოზით ცხიმი და კალორია აქვს.

სამწუხაროდ, ნერვული ანორექსია გავრცელებულია და ყოველდღიურად უამრავი ადამიანი ემატება იმ კატეგორიას, რომელიც გახდომის მიზნით თვითნებურად დიეტობს, რაც ლამის შიმშილს უტოლდება.

ჯანსაღ წონას არც თანამედროვე დასავლური კულტურა და არც სოციალური მედია ინდობს - ზედმეტი სიგამხდრე თითქმის ყველა მიმართულების ტრენდი გახდა.

 

 

წყარო:  

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/anorexia-nervosa/symptoms-causes/syc-20353591