ქსანთელაზმა - ყვითელი მუწუკი ქუთუთოს კანზე

ქსანთელაზმა - ყვითელი მუწუკი ქუთუთოს კანზე

რა არის ქსანთელაზმა?

ქსანთელაზმა უვნებელი, ყვითელი მუწუკია ქუთუთოს კანზე. იგი შეიძლება იყოს რბილი, ფერმკრთალი.

ქსანთელაზმას მოშორება შესაძლებელია ქირურგიული გზით, ქიმიური პილინგით ან ცხელი თუ ცივი თერაპიით. მკურნალობა სასურველ შედეგს გამოიღებს, თუმცა რამდენიმე სესია დასჭირდება. გაითვალისწინეთ, მოშორების შემდეგ ქსანთელაზმა შესაძლოა ისევ გაჩნდეს.

ქსანთელაზმა შესაძლებელია იყოს შემდეგი მდგომარეობის ნიშანი:

  • დიაბეტი;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა.

სტატისტიკურად, ქსანთელაზმას მქონე პირთა ნახევარს ანამნეზში მაღალი ქოლესტერინი აქვს.

რისკ-ფაქტორებია:

  • სქესი (ქალები);
  • ჭარბი წონა;
  • თამბაქო;
  • მაღალი ქოლესტერინი;
  • დიაბეტი;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • მაღალი ქოლესტერინითა თუ ქსანთელაზმათი ავადობის ოჯახური ანამნეზი.

ჩნდება 20-დან 70 წლამდე ასაკის პირებში, თუმცა დიაგნოზი გაცილებით ხშირია 35-დან 55 წლამდე ადამიანებში.  

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/23385-xanthelasma