აუცილებელია იცოდეთ თუ რომელი ჯგუფის სისხლი გაქვთ.
არსებობს 4 ძირითადი სისხლის ჯგუფი: A, B, AB, O.
სისხლის ბანკის სპეციალისტი თქვენს სისხლის ჯგუფს დაადგენს იმის მიხედვით არის თუ არა A ან B ანტიგენი სისხლის წითელ უჯრედებში. ასევე დაინტერესდებიან რეზუს-ფაქტორითაც. თუ აღნიშნული ცილა გაქვთ დადებითი სისხლის ჯგუფის მატარებელი ხართ, ხოლო თუ რეზუს-ფაქტორი არ მოიძებნა, უარყოფითია.
მსოფლიოში ყველაზე იშვიათი სისხლის ჯგუფია ნულოვანი რეზუს ფაქტორი. ამ ჯგუფის სისხლი 50 ადამიანამდე აქვს და იმდენად უიშვიათესი და უნივერსალურია, რომ მეცნიერები ამ ტიპს „ოქროს სისხლსაც“ უწოდებენ.
სისხლის ჯგუფს მემკვიდრეობით იძენთ ბიოლოგიური მშობლებისგან.
სისხლის ჯგუფი O უარყოფითი უნივერსალური დონორია. ამ ტიპის ჯგუფი გამოიყენება ემერჯენსი სიტუაციის დროს, რადგანაც არ შეიცავს ანტიგენ მარკერებს. უნივერსალური მიმღებია ნებისმიერი ის ადამიანი, რომელსაც აქვს AB დადებითი სისხლის ჯგუფი.
ჩვეულებრივ, სიცოცხლის განმავლობაში იგივე ჯგუფის სისხლს ატარებთ, თუმცა იშვიათ შემთხვევებში გარკვეული გარემოებების გამო ტიპი შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ან ლეიკემიის, ასევე ზოგიერთი ინფექციის შედეგად. სისხლში ყველა ეს ცვლილება მუდმივი არ არის.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/treatments/21213-blood-types
