ყბის ტკივილი გავრცელებული ჩივილია.
სტატისტიკურად, მხოლოდ აშშ-ში ეს სიმპტომი აწუხებს მილიონობით ადამიანს. ყბის ტკივილი შესაძლოა იყოს მსუბუქი ან იმდენად მწვავე, რომ დაგირღვიოთ ყოველდღიური რიტმი და დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი.
ყბის ტკივილს არაერთი ფაქტორი იწვევს, მაგალითად, კბილების კრაჭუნი, კბილის ტკივილი, ღრძილის დაავადება ან ისეთი სერიოზული დიაგნოზი როგორიცაა ყბის მოტეხილობა თუ ინფარქტი.
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, მაგალითად, ყბის მოტეხილობის შემთხვევაში აუცილებელია ქირურგიული ჩარევა. თუ მიზეზი აბსცესირებული კბილი ან ღრძილის დაავადებაა, დენტალური მკურნალობაა საჭირო.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციისას მოწოდებულია:
- რბილი საკვების მიღება;
- ყბაზე სათბურის (საზოგადოებაში ცნობილია როგორც გრელკა) ან ქსოვილში გახვეული ყინულის დადება;
- აფთიაქში აუხსენით ჩივილი და გამოგიწერენ შესაბამის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს.
საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციისას ექიმი დანიშნავს კუნთების მოსადუნებელს და თუ აკრაჭუნებთ კბილებს სპეციალურ სამკურნალო პირის დამცავს.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/24447-jaw-pain
