ზურგის მწვავე ტკივილი გავრცელებული ჩივილია.
სტატისტიკურად, ადამიანების 80%-ს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ჰქონია ზურგის ტკივილი - მოსახლეობის 50%-ს ზურგის ტკივილის ეპიზოდი აწუხებს წელიწადში რამდენჯერმე.
ტკივილი შესაძლოა იყოს ძალიან ძლიერი და პაციენტი შეაშინოს. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში მდგომარეობა უმჯობესდება დამოუკიდებლად.
როგორც წესი, ექიმთან მიმართვიანობის მიზეზია ის, რომ სიმპტომი სწრაფად ალაგდეს და სამომავლოდ ხელახლა გამოვლენის შანსი შემცირდეს (ერთგვარი საპრევენციო ღონისძიებები, რეკომენდაციები).
ექიმებისთვის ცნობილია ზურგის მწვავე ტკივილის სხვადასხვა ფორმა, მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი სრულიად საკმარისია და ადამიანი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საყურადღებოა სერიოზული, მწვავე შეტევა, როდესაც ტკივილს სპაზმური სახე აქვს და პაციენტს ერთ პოზაში „აშეშებს“. თავისთავად, უსიამოვნო შეგრძნებაა, მაგრამ მთავარია არ შეგეშინდეთ და გახსოვდეთ, რომ ზურგის კუნთს შესწევს ძალა „გაიხსნას“. მთავარია დროულად მიიღოთ ტკივილგამაყუჩებელი (არ გადააჭარბოთ დოზას) და შეძლებისდაგვარად იმოძრაოთ (მსუბუქად).
ხერხემლის ქირურგების აზრით, წითელი ხაზია შემდეგი მდგომარეობა თუ ჩივილი:
წყარო:
https://spinesurgeons.ac.uk/Acute-Back-Pain
