რა არის თქვენი ჰობი?
ჰობი უფრო მეტია, ვიდრე იმ საქმიანობაში ჩართვა, რომელიც გიყვართ. ჰობი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და განსაკუთრებით ასაკის მატებისას.
მნიშვნელობა არ აქვს თუ რისი კეთება გიყვართ თავისუფალ დროს, მაგალითად, ჰობი შეიძლება უკავშირდებოდეს კრეატიულობას, გეხმარებოდეთ რელაქსაციაში, გჭირდებოდეთ ფიზიკური აქტივობა ან წარმოსახვითი უნარის დაძაბვას მოითხოვდეს. რა ტიპის საქმითაც არ უნდა კავდებოდეთ მთავარი დადებითი შედეგია, რაც აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის.
კვლევის ავტორებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს და გამოკითხეს 90 000-ზე მეტი 65 წელს გადაცილებული პირი 16 ქვეყანაში; შედეგზე დაყრდნობით შეგვიძლია განვმარტოთ, რომ იმ მონაწილეების ბედნიერების დონე და ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, ვინც თავისუფალ დროს საყვარელ საქმიანობაში ერთვებოდა.
ჰობის დახმარებით მნიშვნელოვნად ქვეითდება სტრესის დონე, უმჯობესდება დეპრესიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. განსაკუთრებით ეფექტურია თუ ჯგუფურ საქმიანობაში ჩაერთვებით, რადგან ამ ტიპის ჰობის დროს უმჯობესდება სოციალიზაციის დონე.
ჰობი დადებით ეფექტს იძლევა შემეცნებით ჯანმრთელობაზეც.
ზოგიერთი ჰობი ამცირებს დემენციის რისკს, კერძოდ:
ჰობი აუმჯობესებს ენდოკრინულ, იმუნურ და ცენტრალურ ნერვულ სისტემებს.
წყარო:
https://www.uclahealth.org/news/article/3-proven-health-benefits-having-hobby
