რა არის ემოციური იზოლაცია?
სოციალური და ემოციური იზოლაცია მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის სერიოზული რისკ-ფაქტორია.
ადამიანი ბუნებით სოციალური არსებაა, რომელსაც უყვარს უცნობი ადამიანების გაცნობა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნა, საყვარელ მეგობრებთან ერთად თავისუფალი დროის გატარება. მნიშვნელობა არ აქვს თუ როგორი ინტროვერტია პიროვნება, რადგან ამ ტიპაჟის მქონე ადამიანისთვისაც კი რთული იქნება მუდმივად მარტო ყოფნა.
თავისთავად, გარკვეული დროით მარტო ყოფნა და საკუთარ თავთან დარჩენა აუცილებელია, თუმცა მუდმივად და ქრონიკულად არა, არ არის მიზანშეწონილი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
სოციალური იზოლაცია ნიშნავს სოციალური ურთიერთობისა და სოციალური კონტაქტის უკმარისობას, დეფიციტს. ემოციური იზოლაცია კი მდგომარეობაა, რომლის დროსაც პიროვნება უარს ამბობს გაიხსნას და სხვებთან გულწრფელი კომუნიკაცია, ურთიერთობა დაამყაროს. გქონიათ შეგრძნება, რომ ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც გულწრფელი კავშირის დამყარება არ სურს, მაგალითად, თქვენთან ერთად იცინის, ჩართულია თემაში, თუმცა თითქოს სადღაც შორსაა? დაახლოებით ამას გრძნობს პირი ემოციური იზოლაციის დროს.
გამომწვევი მიზეზებია:
- მოუშუშებელი ტრავმა, ნდობის დაკარგვა;
- ძალადობა ურთიერთობაში, უარყოფითი გარემო ოჯახში;
- საყვარელი ადამიანის დაკარგვა;
- ფიზიკური დისტანცია, მაგალითად, გარკვეული მიზეზების გამო საყვარელი და ნაცნობი ადამიანებისგან შორს, სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გიწევთ ცხოვრება;
- ანამნეზში დეპრესია ან სხვა მენტალური დაავადება;
- თავს უსაფრთხოდ არ გრძნობთ;
- ტოქსიკური მასკულინობა;
- ზედმეტად დამოკიდებული ხართ სოციალურ მედიასა და ონლაინ თამაშებზე;
- წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში, სამსახურის დაკარგვა.
იზოლაციის ფონზე მოსალოდნელია:
- დეპრესია;
- დემენცია;
- შემეცნებითი უნარის დაქვეითება;
- უძილობა;
- უენერგიობა;
- ცუდი კარდიოვასკულარული ფუნქცია;
- სტრესის მაღალი დონე;
- ქრონიკული დაავადებებისადმი მიდრეკილება;
- მეხსიერების პრობლემები;
- ჰალუცინაციები;
- სუსტი იმუნიტეტი.
წყარო:
https://www.themindfulnessapp.com/articles/the-risks-of-social-and-emotional-isolation
