რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი ეს სიმპტომი?
ფეხში სუსტი პულსი პერიფერიული არტერიის დაავადების ნიშანია. ეს პათოლოგია სერიოზულ დისკომფორტს იწვევს და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დამძიმების რისკ-ფაქტორია.
აღნიშნული დიაგნოზის დროს პაციენტს კიდურში სუსტ პულსთან ერთად აწუხებს ფეხის ტკივილი, სისუსტე და დაბუჟება. გაითვალისწინეთ, პერიფერიული არტერიის დაავადების სიმპტომები დამოუკიდებლად არ ალაგდება, შესაბამისად, სპეციფიკური მკურნალობის გარეშე ჩივილი არ გაყუჩდება.
პერიფერიული არტერიის დაავადება ყალიბდება მაშინ, როდესაც ფეხში სისხლძარღვი ვიწროვდება ან ფოლაქით იხშობა. ჯაჭვური რეაქციის ფონზე პაციენტი უჩივის სუსტ და ნელ პულსს ფეხში - ზოგიერთი ადამიანი პულსს საერთოდ ვერ გრძნობს.
მკურნალობის მეთოდებია:
- ათერექტომია;
- ანგიოპლასტიკა.
წყარო:
https://unitedveincenters.com/blog/slow-or-weak-pulse-in-legs/
