ენდოკარდიტი - როგორ მკურნალობენ ენდოკარდიუმის ანთებას?

ენდოკარდიტი - როგორ მკურნალობენ ენდოკარდიუმის ანთებას?

ენდოკარდიტი გულის შიდა ამომფენი გარსის (ენდოკარდიუმი) ანთებაა.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზია ინფექცია - სოკო, ბაქტერია ან სხვა მიკრობი სხეულის ნებისმიერი უბნიდან სისხლის მიმოქცევის სისტემაში აღწევს და გულის დაზიანებულ მიდამოში ხვდება.

დიაგნოსტირებისთვის ექიმი ჩაატარებს ფიზიკურ გასინჯვას, გაეცნობა სამედიცინო ისტორიას და სიმპტომებს.

დიაგნოსტირებისთვის მოწოდებულია შემდეგი ტიპის კვლევები: 

• სისხლის ანალიზი;
• ექოკარდიოგრამა; 
• ელექტროკარდიოგრამა; 
• გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა; 
• კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ბევრი პაციენტი ექვემდებარება ანტიბიოტიკოთერაპიას. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ინფექციის ნიშნების სრულად აღმოსაფხვრელად საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

გულის სარქვლის ოპერაცია ინიშნება მაშინ, როდესაც საჭიროა მუდმივი ენდოკარდიტის ინფექციის განკურნება ან დაზიანებული სარქველის ჩანაცვლება.

ზოგჯერ ოპერაციაა საჭირო თუ ენდოკარდიტი გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით. სპეციფიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსალოდნელია ექიმმა გირჩიოთ გულის სარქველის ჩანაცვლება. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/endocarditis/diagnosis-treatment/drc-20352582