Arab Health-ის გამოფენაზე 66 კომპანია იყო წარმოდგენილი უახლესი ტექნოლოგიებით, ინსტრუმენტებით, აპარატურითა და სერვისით.
ჯანდაცვის სფეროს წინსვლა, პროგრესი და სიახლეები არსად ისე ნათლად და ხელშესახებად არ ჩანს, როგორც 45 წლიანი ისტორიის მქონე ყოველწლიურ გლობალურ შეკრებაზე - სამედიცინო ბიზნეს პლატფორმაზე Arab Health - არაბეთის ემირატებში. ასევე, ეს უნიკალური გამოფენა გაძლევს შანსს ახლოს გაეცნო შუა აღმოსავლეთის სამედიცინო ბაზარს, მის მოთხოვნებს და სტანდარტებს.
ღონისძიების მთავარი მიზანია კლინიკოსთა და მომსახურების მიმწოდებელთა დაკავშირება შესყიდვების პროფესიონალებთან, დილერებთან და დისტრიბუტორებთან. HTI Center-ი წელსაც მოხვდა ღონისძიების სტუმართა რიგებში, გამოფენას ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად ესწრებოდნენ კომპანიის პარტნიორი ექიმები, ქირურგი - ლექსო ლაგვილავა და რადიოლოგი - ვასილ გერგედავა.
ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია გავხდეთ მსოფლიო სამედიცინო ტურიზმის ნაწილი, ამისათვის უნდა მოვერგოთ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და შევძლოთ შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად ქართველ მომხმარებელს.
Arab Health-ის გამოფენაზე 66 კომპანია იყო წარმოდგენილი უახლესი ტექნოლოგიებით, ინსტრუმენტებით, აპარატურითა და სერვისით. მივიღეთ თანამშრომლობის შემოთავაზება აღმოსავლეთის წამყვანი კლინიკებისგან და ასევე მოგვეცა საშუალება თავად გაგვეკეთებინა შეთავაზება სამედიცინო ტურიზმის კომპანიებისთვის საქართველოს მხარესთან პარტნოირულ ურთიერთობებზე.
HTI Center-ი სამომავლოდაც გეგმავს მიიღოს მონაწილეობა მსგავსი ტიპის ვორქშოფებსა და გამოფენებში, იმისათვის, რათა შევძლოთ ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილ სამედიცინო ტურიზმის მიმწოდებელ კომპანიებს და დავაკმაყოფილოთ ქართველი თუ არაქართველი პაციენტის მოთხოვნა.