სოფელი, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს

სოფელი, სადაც მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობს

ამ სოფელში ერთადერთი რეგისტრირებული მაცხოვრებელი 80 წელს გადაცილებული ქალბატონია.

მონოვი (Monowi) ნებრასკაში (შტატი აშშ-ში) მდებარეობს.

სოფლის ერთადერთი მკვიდრი ელსი ეილერია, რომელიც ერთდროულად მერიც არის, ბიბლიოთეკარის მოვალეობასაც ითავსებს და სტუმრებს ბარში გემრიელი სასმელებითაც უმასპინძლდება.

1930-იან წლებში სოფელში 150 ადამიანი ცხოვრობდა. სხვა პატარა დასახლებული პუნქტების მსგავსად, ახალგაზრდებმა მონოვი დატოვეს და დიდ ქალაქებში გადასახლდნენ, სადაც სამსახური და მაღალი ანაზღაურება ელოდათ.

2 000 წელს მონოვის მოსახლეობა მხოლოდ 2 ადგილობრივისგან შედგებოდა - სოფელში ელსი და მისი მეუღლე რუდი დარჩნენ. სამწუხაროდ, 2004 წელს რუდი დაიღუპა და მისი გარდაცვალების შემდეგ ელისი მსოფლიოში ყველაზე პატარა დასახლებული პუნქტის ერთადერთი მაცხოვრებელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ მონოვი თითქმის მიტოვებულია, მას უამრავი ტურისტი სტუმრობს და ელისის ყოველდღიური ცხოვრების წესით ინტერესდება. მონოვის შესახებ წერენ ჟურნალისტები, ბლოგერები, სოფელმა არაერთ სატელევიზიო შოუს უმასპინძლა. აგრეთვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივი ბარი, სადაც ყველა სტუმარს ელის გემრიელი კერძები და ცივი სასმელები.