პარიზში მდებარე კედელი თითოეულ ვიზიტორს სიყვარულს სხვადასხვა ენაზე და მათ შორის ქართულად უხსნის.
სიყვარულის კედელზე (the wall of love) ფრაზა „მე შენ მიყვარხარ“ 250 ენაზეა დართული.
2000 წელს ნამუშევრის შექმნის იდეა კალიგრაფისტ ფედერიკ ბარონსა და მხატვარ კლერ კიტოს გაუჩნდათ.
თავდაპირველად ფრედერიკმა ძმას, ხოლო მოგვიანებით უცხოელ მეზობლებს სთხოვა, სასიყვარულო ფრაზა მშობლიურ ენაზე დაეწერათ. დროთა განმავლობაში კედელმა სხვადასხვა ენა მოიცვა და ჯერ ადგილობრივების, შემდეგ კი ტურისტთა ყურადღება მიიპყრო.