დიზორიენტაცია - მკურნალობის მეთოდები

დიზორიენტაცია - მკურნალობის მეთოდები

დიზორიენტაციის დროს პაციენტს უჭირს ვინაობის დადასტურება, არ ახსოვს სად იმყოფება, რომელი საათია და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.

ამ შეცვლილ მენტალურ მდგომარეობას შესაძლოა თან ერთვოდეს ისეთი სიმპტომები როგორიცაა დაბნეულობა, ჰალუცინაცია, მოუსვენრობა, გაღიზიანება, მღელვარება, ბოდვა.

იგი არაერთი პათოლოგიისა თუ მდგომარეობის სიმპტომია, კერძოდ, მიზეზი შესაძლოა იყოს ამნეზია, მხუთავი აირით მოწამვლა, მენინგიტი, დეჰიდრატაცია, ეპილეფსია, სიცხე, ჰიპოთერმია, ჟანგბადის უკმარისობა, სეფსისი, ვიტამინების დეფიციტი, ინსულტი და სხვა.

გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება თუ შენიშნეთ, რომ ადამიანს დიზორიენტაცია აქვს ან ამ მდგომარეობასთან ერთად გამოუვლინდა სხვა მენტალური ჩივილები. ყოველთვის გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, როდესაც დიზორიენტაციის გამო საფრთხე ემუქრება პაციენტს ან მის გარშემო მყოფ ადამიანებს (შეიძლება გაუცნობიერებლად თვითდაზიანება მიიღოს ან სხვებს ავნოს).

თუ თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს ეს დიაგნოზი აქვს ყოველთვის უნდა იცოდეთ შემდეგი ინფორმაცია (ამ გზით დაეხმარებით ექიმს პირველი დახმარების გაწევაში):

  • უნდა ფლობდეთ ყველა მნიშვნელოვან დეტალს პაციენტის სამედიცინო ისტორიიდან, კერძოდ, რომელ მედიკამენტს იღებს, ხშირად სჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზირება, როგორია მისი ქცევა, რა სიმპტომები უვლინდება და სხვა;
  • შეეცადეთ არ გადაადგილოთ პაციენტისთვის ნაცნობი ან საყვარელი ნივთები;
  • პაციენტისთვის საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა ყოველთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ამ დიაგნოზის დროს - დიზორიენტაციის შეტევისას დისკომფორტი ნაკლებად შემაწუხებელი იქნება, როცა გვერდით ნაცნობ პირს დაინახავს.

 

წყარო: 

https://www.healthline.com/health/disorientation#causes