თუ კანი ჟანგიანი საგნით გაიჭერით

თუ კანი ჟანგიანი საგნით გაიჭერით

პირველი დახმარება - ეს უნდა იცოდეთ!

თუ კანის საფარვლის მთლიანობა დაირღვა და ჭრილობისა თუ ნაკაწრის მიზეზი ჟანგიანი საგანია აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ხოლო თუ ეს ვაქცინა უკვე ორგანიზმშია (ანუ ჩაიტარეთ) გაარკვიოთ ისევ აქტიურია თუ არა (უნდა დააზუსტოთ ხომ არ გასვლია ვადა ვაქცინაციას).

თუ ტეტანუსზე ვაქცინა ჩატარებული გაქვთ კანის დამუშავება შეგიძლიათ შემდეგი მეთოდით:

  • ვიდრე ჭრილობას შეეხებით ხელები წყლითა და საპნით დაიბანეთ;
  • სისხლდენის შემთხვევაში სუფთა ქსოვილი დაიფინეთ და მსუბუქად დააწექით. მოერიდეთ ზედმეტ ზეწოლას, რადგან შესაძლოა გამწვავდეს ტკივილიც და სისხლდენაც;
  • ჭრილობა უნდა გაისუფთავოთ. თასში 1 სუფრის კოვზი მარილი ლიმონის წვენს ან ძმარს შეურიეთ, მიიღებთ ერთგვარ ცომისებრ, პასტისებრ მასას. მიღებული მასა კანზე დაიდეთ და რამდენიმე წუთით მსუბუქად დაიზილეთ. როგორც კი შეამჩნევთ რომ ჭრილობა ჟანგისგან გაიწმინდა, არე თბილი წყლით ჩამოიბანეთ;
  • აფთიაქში აუხსენით სიტუაცია და აუცილებლად შეგირჩევენ შესაბამის ანტიბიოტიკურ კრემს;
  • ჭრილობა სუფთა ქსოვილით შეიხვიეთ.

დაუშვებელია თვითმკურნალობა და სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას შემდეგი სიმპტომების დროს:

  • ჭრილობა დიდი ზომისაა და ამასთან, ღრმა;
  • საგანი, რომლითაც კანი გაიჭერით, ჟანგიანი ან ბინძურია;
  • არასდროს ჩაგიტარებიათ ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ან არ გახსოვთ ბოლოს რამდენი წლის წინ შეგიყვანეს ვაქცინა;
  • ლურსმანი ან სხვა საგანი ჯერ კიდევ ფეხში გაქვთ (არ ამოიღოთ თავად და ჭრილობაზე შეხების უფლება მიეცით მხოლოდ მედიკოსს);
  • ჭრილობას აქვს ინფექციის ნიშნები;
  • სუსტი იმუნიტეტი გაქვთ;
  • დაზიანებულ არეში დაკარგეთ შეგრძნება;
  • სისხლდენა ძლიერია და არ შეჩერდა ზეწოლიდან (როდესაც დააწექით სუფთა ქსოვილით სისხლდენის შეჩერების მიზნით) 10 წუთის შემდეგ).

ტეტანუსი ერთ-ერთი საშიში დაავადებაა, რომელიც მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ პაციენტის დაღუპვის მიზეზი ხდება. თუ სტატისტიკას გადავავლებთ თვალს ერთობ შემაშფოთებელ სურათს ვიხილავთ - ვაქცინაცია ხშირად ერთადერთი გამოსავალია.

ბაქტერია ორგანიზმში იჭრება ჭრილობიდან, დამწვრობიდან და ნაჩხვლეტიდან. ტეტანუსის შეჭრის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ჟანგიან ლურსმანზე ფეხის დაბიჯებაა. თავისთავად, ჟანგიანი ლურსმანი ყოველთვის როდი იწვევს ტეტანუსს, თუმცა გარისკვა დაუშვებელია, მიმართეთ კლინიკას და ჩაიტარეთ ვაქცინაცია.

მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ შემდეგ გარემოში ყოფნისას:

  • მიტოვებული სახლები ან ფარდულები;
  • ტყე;
  • მინდორი.   

ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერია შესაძლოა ბინადრობდეს ბუნებრივ გარემოში დაჟანგვისთვის განწირულ ლითონის საგნებზე (დანა, ბაღში სამუშაო ხელსაწყოები, ლურსმანი).

 

წყარო:

https://www.healthline.com/health/rust-on-skin