ნეკნთაშუა ნევრალგია

ნეკნთაშუა ნევრალგია

რა არის ნეკნთაშორისი ნევრალგია?

იგი ნეიროპათიური ტკივილია - პათოლოგიურ პროცესში ჩართულია ნეკნთაშორისი ნერვები. საუბარია ნერვზე, რომელიც ზურგის ტვინიდანაა წამოჭრილი, ნეკნებქვეშ.

ნეკნთაშუა ნევრალგიის ძირითადი სიმპტომი გამჭოლი, ბასრი, წვისმაგვარი ტკივილია.

პაციენტი ტკივილს გრძნობს შემდეგ მიდამოში:

  • ნეკნების გარშემო;
  • გულმკერდის ზედა არეში;
  • ზურგის ზედა არეში.

პაციენტს ასევე შესაძლოა აწუხებდეს დაბუჟება, ჩხვლეტა, მოჭერის შეგრძნება გულმკერდიდან ზურგამდე. ტკივილი მწვავდება მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის (ღრმა სუნთქვა თუ მკლავების გაწელვა) ფონზეც კი. ტკივილი ძლიერდება სიცილის, ხველისა თუ ცემინების დროს.

მწვავე ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ნეკნთაშორისი ნევრალგიისას პაციენტს აწუხებს კანის ქავილი და მომატებული აქვს მგრძნობელობა (მაგალითად, სამოსზე).

მწვავე ფორმის ნეკნთაშორისი ნევრალგიის ნიშნებია:

  • კუნთების უნებლიე შეკუმშვა;
  • უმადობა;
  • დამბლა;
  • კუნთების ატროფია.

ნეკნთაშორისი ნევრალგია ყალიბდება ნეკნთაშუა ნერვების კომპრესიის, ანთების თუ გაღიზიანების შედეგად.

გამომწვევი მიზეზებია:

  • ტრავმა გულმკერდის არეში;
  • ვირუსული ინფექცია;
  • ზეწოლა ნერვზე;
  • ქირურგიული პროცედურისას მიყენებული ტრავმა (გულმკერდის გაჭრა იმ მიზნით, რომ ქირურგი მიწვდეს ფილტვებს, გულს, დიაფრაგმას).

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ზუსტი გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება. ამ მდგომარეობას იდიოპათიური ნეკნთაშორისი ნევრალგია ეწოდება.

წყარო:             

https://www.healthline.com/health/intercostal-neuralgia