ფუფხი და წყლული სკალპზე

ფუფხი და წყლული სკალპზე

გამომწვევი მიზეზები.

სკალპზე წარმოქმნილი ფუფხისა და წყლულის ფონზე ადამიანს აწუხებს დისკომფორტი და ქავილი. გაკაწვრის, გაფხაჭვნის გამო მდგომარეობა მძიმდება, მნიშვნელოვნად იზრდება ინფექციის რისკი.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ფუფხი და წყლული იკურნება სპეციფიკური ჩარევის გარეშე და როგორც წესი, ეს სიმპტომები სერიოზული დაავადების მანიშნებელი არ არის. თუმცა თუ გაჩნდა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, გავრცელდა და გამოიკვეთა ინფიცირების ნიშნები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ სპეციალური სამკურნალო შამპუნი და კრემები, მედიკამენტური თერაპია.

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

  • კონტაქტური დერმატიტი;
  • სებორეული დერმატიტი;
  • სკალპის ფსორიაზი;
  • სოკოვანი ინფექცია;
  • ტილი;
  • მწვავე ჰერპესი;
  • ლუპუსი;
  • ეოზინოფილური ფოლიკულიტი.

წყარო: 

https://www.healthline.com/health/beauty-skin-care/scalp-scabs#takeaway