რა არის სოკოვანი აკნე?
სოკოვანი აკნე თმის ფოლიკულების სოკოვანი ინფექციაა, რომელიც სიმპტომური მიმდინარეობით ხშირად ერევათ ჩვეულებრივ აკნეში.
სოკოვანი აკნეს დროს კანზე წარმოიქმნება პაწაწინა, წითელი და ქავილის გამომწვევი მუწუკები. გაითვალისწინეთ, აკნესგან განსხვავებით სოკოვანი ინფექციით განვითარებული გამონაყარი ქავილს იწვევს. სოკოვანი აკნეს დროს გამონაყარი სწრაფად ჩნდება - მუწუკები ერთ გროვას მოგაგონებთ და ზომაშიც ერთნაირია. თითოეულ მუწუკს შესაძლოა ჰქონდეს წითელი ხაზი ან ერთგვარი წრე გარშემო. ამასთან, ზოგიერთ ადამიანს ერთდროულად აწუხებს ორივე ტიპის აკნე.
ინფექციის სამკურნალოდ მოწოდებულია სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები.
სოკოვანი აკნესგან არავინაა დაზღვეული, თუმცა დიაგნოზი განსაკუთრებით ხშირია მოზარდებსა და ახალგაზრდა ზრდასრულ მამაკაცებში, რომელთაც ცხიმიანი კანი აქვთ.
რისკ-ფაქტორებია:
- ცხოვრობთ ცხელ, ნესტიან კლიმატში;
- სუსტი იმუნური სისტემა;
- ანამნეზში სხვა სოკოვანი ინფექციები;
- ჭარბი ოფლიანობა;
- რეკომენდებულზე ჭარბი დოზით მოიხმართ ცხიმოვან ბაზაზე დამზადებულ დამატენიანებელს თუ მზისგან დამცავს;
- მკურნალობთ ანტიბიოტიკებით;
- თმის პარსვა;
- თმის მოცილება ცვილით;
- კანს ხშირად ეხებით ან იქავებთ;
- გიყვართ ცხელი აბაზანა;
- იცმევთ ტანზე მჭიდროდ მოჭერილ სამოსს.
პაციენტები კანზე გრძნობენ:
- წვის შეგრძნებას;
- ქავილის შეგრძნებას;
- ტკივილს.
ძირითადად, გამონაყარით იფარება შემდეგი არე:
- გულმკერდი;
- ნიკაპი;
- კისერი;
- მხარი;
- მკლავი;
- ზურგი;
- შუბლი.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24341-fungal-acne