ცხოვრების სტილი დიდ გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობის დონე და სხვა ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც კანის სტრუქტურასა თუ კუნთის სიმკვრივეზე, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.
შეიძლება იცნობთ კიდეც ადამიანს, რომელიც ასაკთან შედარებით გაცილებით ხანდაზმულად ან პირიქით ახალგაზრდულად გამოიყურება - ამის მიზეზი გენეტიკა და სხვადასხვა ჩვევაა (როგორც სასარგებლო, ისე მავნებელი).
რასაკვირველია, თითოეულ მომატებულ წელს ჩვენს ცხოვრებაში თავისი ხიბლი და გამოცდილება მოაქვს, თუმცა მავნე ჩვევებზე უარის თქმა უნდა ვისწავლოთ.
რამდენიმე მავნე ჩვევა, რომელიც გაცილებით სწრაფად გაბერებთ:
- ალკოჰოლის რეგულარული მიღება;
- უძილობა;
- არაჯანსაღი კვება;
- დიდ დროს ატარებთ მზეზე;
- არააქტიური ცხოვრების წესი;
- სტრესი;
- კოფეინზე დამოკიდებულება;
- არ ზრუნავთ მენტალურ ჯანმრთელობაზე;
- სოციალური ადაპტაციის ნაკლებობა;
- არ იყენებთ მზისგან დამცავ სათვალეს;
- პირად ცხოვრებაში ინტიმურობის დეფიციტი;
- თამბაქო.
წყარო:
https://www.ndtv.com/health/15-lifestyle-choices-that-are-making-you-age-faster-3170946