ჰომეოსტაზი - როგორ ინარჩუნებს ორგანიზმი სტაბილურობას, წონასწორობას?

ჰომეოსტაზი - როგორ ინარჩუნებს ორგანიზმი სტაბილურობას, წონასწორობას?

რა არის ჰომეოსტაზი?

მედიცინაში ტერმინი ჰომეოსტაზი პირველად 1926 წელს გაჩნდა.

ჰომეოსტაზი ორგანიზმის სტაბილურობისა და წონასწორობის გარანტია. იგი ცდილობს შეინარჩუნოს შინაგანი მდგომარეობა, დააბალანსოს ტემპერატურა, სისხლში შაქრის დონე, აწარმოოს მონიტორინგი, დაარეგულიროს ფსიქოლოგიური პროცესები.

მაგალითად, როდესაც რომელიმე ფუნქცია (სხეულის ტემპერატურა, წონა, ძილი, წყურვილი, შიმშილი და სხვა) ირღვევა, საქმეში ჰომეოსტაზი ერთვება და მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.

ჰომეოსტაზი ყოველდღე არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს და ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას.

ცნობილია 3 ძირითადი ფორმა:

  •  თერმორეგულაცია (სხეულის ტემპერატურის რეგულირება);
  •  ოსმორეგულაცია (უჯრედებში წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დაცვა);
  •  ქიმიური რეგულაცია.

ჰომეოსტაზი მოიცავს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ქცევით რეაქციას.

წყარო:

https://www.verywellmind.com/what-is-homeostasis-2795237