თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა სუნზე, ქსოვილზე, ყოველთვის ერთი და იმავე სათამაშოთი და ერთნაირი მანერით თამაშობს

თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა სუნზე, ქსოვილზე, ყოველთვის ერთი და იმავე სათამაშოთი და ერთნაირი მანერით თამაშობს

როგორ ამოვიცნოთ სენსორული ინტეგრაციის დარღვევა?

ბავშვებს, რომელთაც აქვთ სენსორული ინტეგრაციის (დამუშავების) დარღვევა, აღენიშნებათ პრობლემები გრძნობასთან, შეგრძნებასთან დაკავშირებით. შეგრძნება მოიცავს: შეხებას, მოძრაობას, გემოს, სუნს, მხედველობას, სმენას.

დიაგნოზის გამო უჭირთ ინფორმაციაზე სწორად რეაგირება.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში, სენსორული ინტეგრაციის დარღვევის დროს, ბავშვებს აქვთ ერთი ან მეტი შეგრძნება, რაც სტიმულაციის/გამღიზიანებლის მიმართ, ან გადაჭარბებული, ან უჩვეულოდ შენელებული რეაქციით გამოიხატება.

ეს დარღვევა იწვევს პრობლემებს განვითარებასა და ქცევის ჩამოყალიბებაში.

სენსორული ინტეგრაციის დარღვევის სიმპტომები შესაძლოა ჰქონდეთ აუტისტური სპექტრის აშლილობის, ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებს. ეს დარღვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა მდგომარეობებთანაც, მაგალითად, ნაადრევ მშობიარობასთან, ტვინის ტრავმასთან, სწავლის პრობლემებთან.

სენსორული ინტეგრაციის დარღვევის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია - ზოგიერთი მეცნიერის აზრით, გარკვეულ როლს თამაშობს მემკვიდრული, გენეტიკური ფაქტორი.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • ბავშვი ან ადვილად იღლება, ან მუდმივად მოძრაობაშია;
  • არ სურს შეეხოთ;
  • უარს ამბობს ზოგიერთ საკვებზე, რადგან არ მოსწონს შეგრძნება, როდესაც ღეჭავს;
  • ზედმეტად მგრძნობიარეა სუნზე;
  • ზემგრძნობიარეა ზოგიერთ ტანსაცმლის ქსოვილზე;
  • არ მოსწონს, როდესაც ხელები ესვრება;
  • თავს არაკომფორტულად გრძნობს ზოგიერთი მოძრაობის შესრულებისას;
  • ვარჯიშის ან გაბრაზების შემდეგ დამშვიდება უჭირს;
  • მეტისმეტად ხტუნავს, ქანაობს, ტრიალებს;
  • სხეულის უცნაური პოზა აქვს;
  • ხმის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • ერთი და იმავე სათამაშოთი ერთნაირი მანერით თამაშობს ან მხოლოდ ტელევიზორსა და ვიდეოებს უყურებს.

    წყარო:

    https://www.healthlinkbc.ca/health-topics/sensory-processing-disorder