აპათია

აპათია

რა არის აპათია?

აპათიის დროს ქრება შეგრძნებები, გრძნობა თუ ემოცია.

ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც ხასიათდება ცხოვრებისეული მოვლენებისა და ახლობელი ადამიანებისადმი გულგრილი დამოკიდებულებით.

ინდიფერენტულობა აისახება და უარყოფით კვალს ტოვებს მოტივაციაზე, შესაძლოა ისეთი განცდაც გაგიჩნდეთ თითქოს სამყაროს მოსწყდით.

აპათიის დროს ადამიანი:

  • კარგავს ინტერესს საყვარელი საქმიანობისადმი, აღარ ასრულებს ყოველდღიურ დავალებებს;
  • ინტერესს კარგავს პირადი ურთიერთობებისადმი;
  • ერიდება სხვებთან ყოფნას;
  • ამჩნევს გუნება-განწყობილების ცვლილებებს და დაქვეითებული ემოცია აქვს.

თუ აპათია დროებითია, სტრესის ფონზეა ჩამოყალიბებული, თუმცა ქრონიკული ფორმა გაცილებით საშიშია, რადგან საფრთხეს უქმნის ურთიერთობებს, ყოველდღიური ცხოვრების რიტმს, კეთილდღეობას.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში აპათია სხვა დაავადების სიმპტომია.

აპათიის ნიშნებია:

  • დაღლილობა;
  • ადამიანს აღარ აბედნიერებს ის საქმე, ჰობი, რომელიც ერთ დროს სიამოვნებას ანიჭებდა;
  • პაციენტს უჭირს ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შემადგენელი აქტივობების შესრულება, დაკისრებულ მოვალეობას თავს ვეღარ ართმევს;
  • უჭირს გრძნობის, ემოციის გამოხატვა;
  • სოციალური აქტივობებისა და ღონისძიებებისადმი ინტერესის დაკარგვა;
  • დიდ დროს მარტო ატარებს;
  • უჭირს გეგმის შედგენა და პრობლემის გადაჭრა.

ყოველთვის ვერ ხერხდება გამომწვევი მიზეზის დადგენა. იგი არაერთი ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადების სიმპტომია. მეცნიერთა აზრით, აპათია შესაძლოა ჩამოყალიბდეს ტვინის კონკრეტულ არეში მიმდინარე დისფუნქციის ფონზე.

აპათიას შესაძლოა მოიცავდეს შემდეგი დარღვევები:

  • ალცჰაიმერის დაავადება;
  • დეპრესია;
  • შიზოფრენია; 
  • ჰანტინგტონის დაავადება;
  • პარკინსონის დაავადება;
  • ინსულტი;
  • ვასკულარული დემენცია.

 

წყარო:     

https://www.healthline.com/health/apathy#causes