თავის ტვინის ფუნქციები

თავის ტვინის ფუნქციები

ტვინი მნიშვნელოვანი ორგანოა.

ემოცია, შეგრძნება, სურვილი და ყველაფერი, რაც უნიკალურ ინდივიდად გაქცევთ, ტვინიდან მოდის.

იგი კომპლექსური ორგანოა და ორგანიზმში არაერთ ფუნქციას ასრულებს.

ტვინი ინფორმაციას იღებს 5 გრძნობიდან და ესენია:

  • მხედველობა;
  • სუნი;
  • ხმა;
  • გემო;
  • შეხება.

ამასთან, ტვინი სიგნალებს იღებს შეხებით, ვიბრაციით, ტკივილით, ტემპერატურის შეგრძნებით - ამ პროცესში ჩართულია სხვა ორგანოებიც. ტვინი ყველა მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს და სწორედ ამ შეჯამებული მონაცემების საფუძველზე რეაგირებთ ადეკვატურად გარშემომყოფებთან და ახერხებთ ადაპტაციას გარემოსთან.

ტვინი აკონტროლებს:

  • ფიქრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარს;
  • ემოციებსა და მეხსიერებას;
  • მოტორულ ფუნქციებს, ბალანსის შენარჩუნებასა და კოორდინაციას;
  • სხვადასხვა შეგრძნების აღქმის უნარს;
  • ავტომატურ ქცევას (სუნთქვა, გულის რიტმი, ძილის რეჟიმი, ტემპერატურის კონტროლი);
  • მეტყველებას;
  • ზრუნავს ორგანოების სათანადოდ ფუნქციონირებაზე;
  • გეხმარებათ სტრესის დაძლევაში.

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/body/22638-brain