რა არის დისთიმია?
დისთიმია დეპრესიის ქრონიკული ფორმაა.
პაციენტი ინტერესს კარგავს ყოველდღიური საქმიანობის მიმართ, იპყრობს უიმედობის განცდა, აქვს დაბალი თვითშეფასება.
ეს სიმპტომები გრძელდება წლების განმავლობაში, შესაბამისად, დისთიმიის მქონე პირს ხელი ეშლება ყოველდღიური ცხოვრების რიტმში, უჭირს ურთიერთობების დამყარება, სათანადოდ ვერ სწავლობს თუ მუშაობს სკოლასა და სამსახურში.
დეპრესიასთან შედარებით ეს ფორმა მსუბუქია, თუმცა ქრონიკული ბუნებიდან გამომდინარე პაციენტმა სიმპტომებთან ცხოვრება, მდგომარეობის მართვა უნდა ისწავლოს.
ძალიან ეფექტურია ფსიქოთერაპია და შესაბამისი მედიკამენტებით მკურნალობა, გაითვალისწინეთ მკურნალი ექიმის ყველა მითითება.
დისთიმიის სიმპტომებია:
- ყოველდღიური საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა;
- მოწყენილობა;
- უიმედობა;
- დაღლილობა;
- დაბალი თვითშეფასება;
- თვითკრიტიკისკენ მიდრეკილება;
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- პაციენტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება;
- გაღიზიანება;
- პაციენტი თავს არიდებს სოციალურ აქტივობებს;
- წარსულზე დარდი, დანაშაულის შეგრძნება;
- უმადობა ან რეკომენდებულზე დიდი რაოდენობით საკვების მიღების სურვილი;
- ძილის პრობლემა.
გამომწვევი მიზეზი
სამწუხაროდ, დისთიმიის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. დეპრესიის სხვა ფორმის მსგავსად ამ დიაგნოზის ჩამოყალიბებაში ჩართულია არაერთი ფაქტორი.
შესაძლო ხელშემწყობი მიზეზებია:
- ბიოლოგიური ცვლილებები თავის ტვინში;
- გენეტიკა, მემკვიდრეობა;
- გარემო ფაქტორი, ცხოვრებაში გადატანილი სტრესი (საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, ძლიერი სტრესი და სხვა).
წყარო:
https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/persistent-depressive-
disorder/symptoms-causes/syc-20350929